Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზედანართი V
საქართველოს მთავრობის დადგენილება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

34 მუხლირედაქცია №12 ბოლო ცვლილება: 8 აპრ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი V

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ.

პლასტმასის მილისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები

1.ეკონომიკური

ოპერატორის ვალდებულებები

1.1. პლასტმასის მილის მწარმოებელი ვალდებულია:

1.1.1.  უზრუნველყოს პლასტმასის მილებზე  ტიპის,  პარტიის ან  სერიის ნომერის  ან  სხვა  ნებისმიერი  ნიშნის დატანა,  რომელიც  პროდუქტის  იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.  იმ შემთხვევებში,   თუ  აღნიშნული   ვერ   ხერხდება   სამშენებლო   პროდუქტის   ზომის,   ფორმის  ან   სხვა ფიზიკური   მახასიათებლის   გამო,  უზრუნველყოს ინფორმაციის დატანა სამშენებლო   პროდუქტის   შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

1.1.2.  პლასტმასის მილის თითოეულ პარტიას თან დაურთოს ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ)  სამშენებლო პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) ტექნიკური პირობები, რომელსაც სამშენებლო პროდუქტი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) პროდუქტის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები;

ე)  პროდუქტის დანიშნულების მიხედვით გამოყენება.

1.2. იმპორტიორი, მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი და დისტრიბუტორი  ვალდებულები არიან, უზრუნველყონ მწარმოებლის მიერ ამ დანართის პირველი პუნქტით  განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა.