საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ

5 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 7 დეკ. 2018

დანართი აქტისა

დანართი №4

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

„თავისუფლება

“

ლექსი დავით მაღრაძის

ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე მთელი ქვეყანა,

განათებული მთა-ბარი,

წილნაყარია ღმერთთანა.

თავისუფლება დღეს ჩვენი

მომავალს უმღერს დიდებას,

ცისკრის ვარსკვლავი ამოდის

და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება.