მუხლი 1
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 1 ოქტომბერს ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

