1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყეების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას.
2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბს ზომით აღემატებოდეს.
3.დაზიანებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენება დაუშვებელია.
4.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენება ამ კანონის დარღვევით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემთხვევაში ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბს შეუზღუდავად იყენებენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 21 აპრილის კანონი №52-IIს - ვებგვერდი, 26.04.2022წ.