საქართველოს მთავრობის დადგენილება

ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ

2 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 10 ივლ. 2020
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 17 5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1.ობიექტი მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთანავე, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული; ბ) მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ და ამასთანავე, ამ ობიექტზე დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა.

2.ამ დადგენილების მიზნებისათვის, დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია