ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- გადასინჯვა / ცნობა (T3)
შესაძლებელია თუ არა საქართველოში უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ფიზიკური პირის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება?
ფინანსურმა მმართველმა მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებისა და განჩინებების საქართველოში ცნობა და აღსრულება, რომლებიც ფიზიკური პირის გაკოტრებასა და მისი ქონების რეალიზაციას შეეხებოდა. უზენაესმა სასამართლომ შეაფასა, შეესაბამებოდა თუ არა მათი ცნობა და აღსრულება საქართველოს საჯარო წესრიგს. სასამართლოს განმარტებით, ფიზიკური პირის გადახდისუუნაროდ გამოცხადება ეწინააღმდეგება ქართული გადახდისუუნარობის კანონმდებლობის პრინციპებს. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ადრე დადებული ყადაღა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

