დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი
გიორგი გახარია
პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის
გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესი
და
სავალდებულო
ლიცენზიის
გაცემასთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილების
მიმღები
მუდმივმოქმედი
საბჭოს
შემადგენლობ
ა
1. პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიის (შემდგომში – სავალდებულო ლიცენზია) გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2.საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (საბჭოს თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (საბჭოს წევრი);
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (საბჭოს წევრი);
დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (საბჭოს წევრი);
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/მინისტრის მოადგილე (საბჭოს წევრი);
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (საბჭოს წევრი);
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საბჭოს წევრი);
თ) სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე (საბჭოს წევრი).
3.საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
4.საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, შესაბამის დაინტერესებულ პირებსა და უწყებებს.