Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ზოგიერთი კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს კანონი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ზოგიერთი კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 9 მაი. 1997
ტექსტი ქრონოლოგია

საქართველოს კანონი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ზოგიერთი კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქართველოს კონსტიტუციასთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ზოგიერთი კანონი თანდართული ნუსხის მიხედვით.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 17 აპრილი

№651-IIს

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1990-1992 წლებში მიღებული ზოგიერთი ძალადაკარგული კანონის ნუსხა

1.საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 18 აგვისტოს კანონი „საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ (საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., № 8, მუხ. 205).

2.საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., № 12, მუხ. 381).

3.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის წესის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 2, მუხ. 167).

4.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 2, მუხ.169).

5.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 თებერვლის კანონი „საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს სსრ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 2, მუხ. 182).

6.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 18 აპრილის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 4 მუხ. 300).

7.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონი „პრეფექტურის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 4, მუხ. 308).

8.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 აპრილის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 4, მუხ. 321).

9.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 მაისის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 5, მუხ. 372).

10.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 5, მუხ. 382).

11.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისი კანონი „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 5, მუხ. 384).

12.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 7, მუხ. 499).

13.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 8, მუხ. 571).

14.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 26 აგვისტოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 8, მუხ. 616).

15.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 ოქტომბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 10, მუხ. 750).

16.საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 3 დეკემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 12, მუხ. 879).

17.საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 6 ნოემბრის კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1992 წ., № 1, მუხ. 8).

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 მაი. 1997 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026