Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებდანართი №1
საქართველოს კანონი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

31 მუხლირედაქცია №3 ბოლო ცვლილება: 23 ივნ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი №1

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №795 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

მნიშვნელოვანი

ზიანის

განმსაზღვრელი

კრიტერიუმები

1.ბიომრავალფეროვნება:

ა) საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგ კატეგორიებში შეტანილი 1 (ერთი) ინდივიდი მაინც განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ წარმოიქმნა მისი განადგურების საფრთხე:

ა.ა) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი − EN (Endangered);

ა.ბ) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი − CR (Critically Endangered);

ა.გ) ეროვნულ დონეზე გადაშენებული − RE (Regionally extinct);

ბ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციით“  (ბერნის კონვენციით):

ბ.ა) მკაცრად დაცული სახეობის 1 (ერთი) ინდივიდი მაინც, რომელიც ამავდროულად შეტანილია საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგ კატეგორიებში: გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი − EN (Endangered), გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი − CR (Critically Endangered), ეროვნულ დონეზე გადაშენებული − RE (Regionally extinct), განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ წარმოიქმნა მისი განადგურების საფრთხე;

ბ.ბ) დაცული სხვა, დანარჩენი სახეობების ინდივიდები განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ წარმოიქმნა მათი ეროვნული ან ადგილობრივი პოპულაციების განადგურების საფრთხე;

გ) სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი მთლიანად ან ნაწილობრივ (მთლიანი ფართობის 0,01%-ზე მეტი) განადგურდა ან შექმნის მიზანი ან/და დანიშნულება დაეკარგა;

დ) ზურმუხტის ქსელის ტერიტორია ისე დაზიანდა, რომ შექმნის მიზანი ან/და დანიშნულება დაეკარგა;

ე) რამსარის ტერიტორია ისე დაზიანდა, რომ შექმნის მიზანი ან/და დანიშნულება დაეკარგა;

ვ) ტყის 0.5 ჰექტარზე მეტი ფართობი ისე დაზიანდა/განადგურდა, რომ ამ ტყემ დაკარგა მისთვის განსაზღვრული ფუნქცია და შეუძლებელია მისი ნაწილობრივი ან სრული აღდგენა.

2.მიწა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 500 კვ. მ ან მეტი ფართობი დაბინძურებულია (დაბინძურების დონე ორჯერ ან მეტჯერ აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან სრულად დეგრადირებულია;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1500 კვ. მ ან მეტი ფართობი დაბინძურებულია (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია;

გ) სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე არსებული მიწის 500 კვ. მ ან მეტი ფართობი დაბინძურებულია (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია;

დ) ზურმუხტის ქსელის, რამსარის ან/და ნებისმიერი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე არსებული მიწის 250 კვ. მ ან მეტი ფართობი დაბინძურებულია (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია.

3.წყალი:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტი დაიშრიტა (მდინარის შემთხვევაში დაიშრიტა მდინარის კალაპოტი არანაკლებ 500 მეტრ მანძილზე);

ბ)

ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ქიმიურ ნივთიერებათა კონცენტრაცია 10-ჯერ ან მეტჯერ აღემატება დადგენილ ნორმებს. ამასთანავე, დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები განისაზღვრება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

გ) წყლის ობიექტზე მავნე ზემოქმედებამ თევზის რესურსი გაანადგურა.