Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებდანართი №2
საქართველოს კანონი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

31 მუხლირედაქცია №3 ბოლო ცვლილება: 23 ივნ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი №2

საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

გარემოსთვის

განსაკუთრებით

საშიში

საქმიანობები

1.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობები; საქმიანობები, რომლებისთვისაც გაცემულია იმავე კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან/და 2018 წლის 1 იანვრამდე გაცემულია გარემოზე ზემოქმედების სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქმიანობები, რომლებისთვისაც გაცემულია  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ან რომლებიც ექვემდებარება ამ გადაწყვეტილების გაცემას.

2.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები, რომლებიც იმავე კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურის შედეგად დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

3.ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა.

4.სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, რომელიც შედის „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილების რეგულირების სფეროში.

5.სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რომელიც შედის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანების რეგულირების სფეროში.

6.ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

7.სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

8.საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ხეტყის დამზადება.

[

9.„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობები.

(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]