Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

4 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 14 ივლ. 2021
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

1.ამ კანონის მიზანია ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლება, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტომდე ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომლის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში ჩაიდინა, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 3 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 3 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული.

მუხლი 2

1.პირის ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ადმინისტრაციული სახდელისგან, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის აღუსრულებელ ნაწილზე.

მუხლი 3

1.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირის ადმინისტრაციული სახდელისგან, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება.

3.ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება.

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი, 12 ივლისი 2021 წ. N726-Vრს-Xმპ

მუხლები დასაწყისში