Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

6 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 27 ივნ. 2024
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

1.გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელსაც აღნიშნული სახის სახდელი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ან/და საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული დეკრეტის საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 15 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეეფარდა.

2.გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 10 ან 42 11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება აღუსრულებელ ჯარიმაზე.

მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

მუხლი 3

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც: ა) ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2020 წლის 23 მაისამდე ჩაიდინა; ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა; გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

მუხლი 4

1.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2.ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოსა და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმის აღსრულება.

მუხლი 5

1.ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

2.ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

მუხლი 6

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლები დასაწყისში