Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო პროკურატურის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი

სამხედრო პროკურატურის შესახებ

6 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 20 მაი. 1993
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 4. სამხედრო პროკურატურის ორგანოებში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების შექმნა და ფუნქციონირება.

სამხედრო პროკურატურის თანამდებობის პირი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოს წევრი ან შეითავსოს სხვა სამუშაო გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა. მუხლი 5. სამხედრო პროკურორს უფლება აქვს მონაწილეობდეს შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების იმ სხდომებში, რომელებზეც განიხილება სამხედრო დისციპლინის, კანონიერებისა და მართლწესრიგის საკითხები.

მუხლი 6. სამხედრო პროკურატურის ორგანოები კანონით დადგენილი წესით იხილავენ საჩივრებს, წინადადებებსა და განცხადებებს.

სამხედრო პროკურორებს პირადად იღებენ სამხედრო მომსახურეებსა და სხვა მოქალაქეებს. მუხლი 7. სამხედრო პროკურატურის თანამდებობის პირისათვის სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულებაში ხელის შეშლა ან მისი იძულება შეასრულოს უკანონო მოქმედებანი, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. თავი II სამხედრო პროკურატურის ორგანიზაცია მუხლი 8. სამხედრო პროკურატურა შედის საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოების ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემაში ზემდგომი სამხედრო პროკურორებისადმი ქვემდგომთა დაქვემდებარებით. მთავარი სამხედრო პროკურორი ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს და თანმდებობით არის მისი მოადგილე. მუხლი 9. სამხედრო პროკურატურის ორგანოების სტრუქტურასა და შტატებს მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით აწესებს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული მუშაკთა რაოდენობისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში. მუხლი 10. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის ორგანოების სისტემაში შედის მთავარი სამხედრო პროკურატურა და შესაბამისი რეგიონალური სამხედრო პროკურატურები.

მუხლი 11. მთავარ სამხედრო პროკურორს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინებით.

მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილეებსა და რეგიონალურ პროკურორებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით. მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების უფროსებს, მათ მოადგილეებს, განყოფილების პროკურორებს, მთავარი სამხედრო პროკურორის თანაშემწეებს, სამხედრო პროკურატურის გამომძიებლებს, რეგიონალური პროკურორების მოადგილეებსა და თანაშემწეებს ნიშნავს მთავარი სამხედრო პროკურორი.

მუხლი 12. სამხედრო პროკურატურის ორგანოების სისტემას ხელმძღვანელობს მთავარი სამხედრო პროკურორი.

მთავარი სამხედრო პროკურორი გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, ინსტრუქციებს, იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამხედრო პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი აუქმებს მთავარი სამხედრო პროკურორის მიერ გამოცემულ აქტებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ ისინი არ შეესაბამება კანონს. მუხლი 13. მთავარ სამხედრო პროკურატურაში იქმნება კოლეგია მთავარი სამხედრო პროკურორის (თავმჯდომარე), მისი მოადგილეებისა და სამხედრო პროკურატურის ორგანოების სხვა ხელმძღვანელი მუშაკების შემადგენლობით. კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მთავარი სამხედრო პროკურორის წარდგინებით. თავი III სამხედრო პროკურორისა და სამხედრო პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილება მუხლი 14. სამხედრო პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ზედამხედველობას სამხედრო უწყებების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონების შესრულებაზე, აგრეთვე მათ მიერ მიღებული აქტებისა და გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. მუხლი 15. სათანადო საფუძვლის არსებობის სამხედრო პროკურორი უფლებამოსილია დაუბრკოლებლივ შევიდეს სამხედრო მმართველობის ორგანოებსა და ორგანიზაციებში, გამოითხოვოს მათ მიერ მიღებული ბრძანებები, ინსტრუქციები და სხვა დოკუმენტები, დანიშნოს არასაუწყებო შემოწმებები და რევიზიები, მოითხოვოს სამხედრო მოსამსახურისა და სხვა პირებისაგან განმარტებები კანონის დარღვევის თაობაზე. სამხედრო პროკურორის კანონიერი მოთხოვნები სავალდებულოა ყველა ორგანოს, თანამდებობის პირის, სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა მოქალაქეებისათვის. მუხლი 16. სამხედრო პროკურატურა არ ერევა სამხედრო მმართველობის ორგანოების თავდაცვით, მმართველობით და სამეურნეო საქმიანობაში. საპროკურორო შემოწმებები ხორციელდება მხოლოდ იმ შეტყობინებათა საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ ნიშნებზე ან კანონიერების სხვა დარღვევებზე. მუხლი 17. სამხედრო უწყების მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტის გამო სამხედრო პროკურორს ან მის მოადგილეს შეაქვს პროტესტი ამ აქტის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში, ან სამხედრო სასამართლოში. ასეთივე წესით ხდება პროტესტის შეტანა შეიარაღებული ძალების თანამდებობის პირის მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო აქტის გამო. შესაბამისი სამხედრო უწყება ან თანამდებობის პირი ვალდებულია 10 დღის ვადაში განიხილოს პროტესტი და შედეგი აცნობოს პროკურორს. მუხლი 18. ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონის დარღვევათა გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე სამხედრო პროკურორს შეაქვს წერილობითი წარდგინება იმ სამხედრო უწყებაში ან თანამდებობის პირთან, რომელიც უფლებამოსილია აღკვეთოს ეს დარღვევები. წარდგინების განხილვა უნდა მოხდეს ერთი თვის ვადაში და შედეგი ეცნობოს სამხედრო პროკურორს. მუხლი 19. კანონის დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე სამხედრო პროკურორს შეუძლია გამოიტანოს დადგენილება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული ან დისციპლინური საქმის წარმოების აღძვრის შესახებ. დადგენილება ადმინისტრაციული ან დისციპლინური საქმის წარმოების აღძვრის შესახებ განიხილება ადგილზე მიღებიდან ათი დღის ვადაში და შედეგი ეცნობება სამხედრო პროკურორს. მუხლი 20. სამხედრო პროკურორი ახორციელებს ზედამხედველობას შეიარაღებულ ძალებში მოქმედი მოკვლევის ორგანოებისა და სამხედრო პროკურატურის გამომძიებლების ოპერატიულ-სამძებრო, მოკვლევისა და საგამოძიებო საქმიანობის კანონიერებაზე. სამხედრო პროკურორის უფლებამოსილება მოკვლევისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ კანონთა შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას განსაზღვრულია რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. მუხლი 21. სამხედრო პროკურორი უფლებამოსილია შეამოწმოს დროებითი დაკავების საკანში და შეიარაღებული ძალების სხვა სპეციალურ დაწესებულებებში დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, სასჯელსა და სამხედრო სასამართლოების ან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ დანიშნული იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას კანონის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობა, გაეცნოს საჭირო დოკუმენტებს, გამოკითხოს დაკავებულები და დაპატიმრებულები, მოითხოვოს განმარტებები თანამდებობის პირებისაგან. სამხედრო პროკურორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონის დარღვევით დადებული დისციპლინური სასჯელი, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული და დაპატიმრებული პირი.

მუხლი 22. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო პროკურორი მონაწილეობს სამხედრო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვაში.

სამხედრო პროკურორის უფლებამოსილება სამხედრო სასამართლოებში საქმეთა განხილვისას, აგრეთვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, გადაწყვეტილების, დადგენილებისა და განჩინების კანონიერების შემოწმებისას, განსაზღვრულია რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. მუხლი 23. სამხედრო პროკურატურის გამომძიებლები წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ იმ საქმეებზე, რომლებიც კანონით მათ კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე საქმეებზე, რომლებიც მათ გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის განკარგულებით. სამხედრო პროკურატურის ქვემდებარეა საქმეები იმ დანაშაულთა შესახებ, რომელიც ჩაიდინეს სამხედრო მოსამსახურეებმა და სამხედრო ვალდებულებმა სასწავლო შეკრების გავლის დროს, აგრეთვე საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცრებმა და რიგითებმა. წინასწარი გამოძიების წარმოების დროს სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი სარგებლობს ყველა უფლებამოსილებით, რაც მინიჭებული აქვს გამომძიებელს საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. თავი IV სამხედრო პროკურატურის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა მუხლი 24. სამხედრო პროკურატურის ორგანოებში თანამდებობაზე სამუშაოდ მიიღებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი, რომელთაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობენ ქართულ ენას და ხასიათდებიან დადებითად. მუხლი 25. სამხედრო პროკურორის თანამდებობის პირებს კანონით დადგენილი წესით ენიჭებათ სპეციალური წოდებები, რომლებიც სამხედრო წოდებებთან არის გათანაბრებული. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 20 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი , № 7 , 31 /05/1993 წ. მუხლი 26. სამხედრო პროკურატურის თანამდებობის პირებს ხელფასი უწესდებათ დაკავებული თანამდებობის, წელთა ნამსახურობისა და  წოდების გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 20 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი , № 7 , 31 /05/1993 წ. მუხლი 27. სამხედრო პროკურატურის თანამდებობის პირებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათები და უზრუნველყოფის ნორმები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებისთვისაა კანონით დადგენილი. მუხლი 28. ამოღებულია საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 20 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი , № 7 , 31 /05/1993 წ. მუხლი 29. სამხედრო პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება და დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; სამსახურებრივი შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

მუხლი 30. სამხედრო პროკურატურის სამსახურებრივი შენობების დაცვა და საბადრაგო მომსახურება ხორციელდება შინაგანი ჯარების მიერ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე თბილისი, 1992 წლის 28 დეკემბერი.

მუხლები დასაწყისში