Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაპარლამენტო ფრაქციის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

6 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 30 ივნ. 1994
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 2. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნობილია პარლამენტის მიერ.

პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

მუხლი 3. ფრაქციის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით , საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებით;

ფრაქცია ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებით მისთვის მინიჭებულ უფლებებს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 4. ფრაქციის რეგისტრაციისთვის ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის სპიკერს.

განცხადებაში აღინიშნება საპარლამენტო ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, ფრაქციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირების და წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის საპარლამენტო ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. შემოსულ დოკუმენტებს პარლამენტის სპიკერი წარუდგენს საქართველოს პარლამენტის კოლეგიის უახლოეს სხდომას, რომელიც წყვეტს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს. პარლამენტის წევრებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციაზე, უფლება აქვთ კოლეგიის ასეთი გადაწყვეტილება გააპროტესტონ პარლამენტის წინაშე, რომლის დადგენილება საბოლოოა. ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ და ფრაქციის დამფუძნებელი დოკუმენტების ტექსტი გამოქვეყნდება „საქართველოს პარლამენტის უწყებებში“ და ეცნობ ებ ა პარლამენტს.

მუხლი 5. საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:

ა) წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის კომისიებისა და პარლამენტის კოლეგიის მუშაობაში; ბ) მოითხოვოს სახელებით კენჭისყრის ჩატარება; დ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისით პარლამენტის ბეჭდვით ორგანოში; ე) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებით მისთვის მინიჭებული უფლებები. მუხლი 6. ფრაქციის შიდასაორგანიზაციო საკითხების ამ კანონის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად აწესრიგებს ფრაქციის წესდება. მუხლი 7. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებ ის წერილობით აცნობებს ფრაქციის თავმჯდომარეს და პარლამენტის სპიკერს . ფრაქციას შეუძლია წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის წევრი გარიცხოს ფრაქციიდან, რის შესახებაც ეცნობება პარლამენტის სპიკერს. ფრაქციას უფლება აქვს თავის შემადგენლობაში მიიღოს ახალი წევრი, რის შესახებ აცნობებს პარლამენტის სპიკერს. შეტყობინებას თან ერთვის პარლამენტის წევრის განცხადება. ფრაქცია, რომლის წევრთა რაოდენობა მის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად 10-ზე ნაკლები ხდება, ჩაითვლება გაუქმებულად, თუ ორი კვირის ვადაში ეს რაოდენობა არ შეივსება ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი აბზაცით დადგენილ ნორმამდე. მუხლი 8. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის სხვა ხელმძღვანელი პირების გადაყენების, გადარჩევის, გადადგომის ან არჩევის, ფრაქციის დამფუძნებელ დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ პარლამენტის სპიკერს ეცნობება სამი დღის ვადაში. მუხლი 9. ინფორმაცია ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ეცნობება პარლამენტს და გამოქვეყნდება „საქართველოს პარლამენტის უწყებებში“.

მუხლი 12. ფრაქციის საქმიანობისათვის იქმნება სათანადო პირობები.

ფრაქციის სხდომათა დარბაზში გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო პარლამენტის შენობაში – სამუშაო ფართი. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი, რომლის ორგანიზაციას, საშტატო ოდენობას და ანაზღაურების პირობებს განსაზღვრავს პარლამენტი. ფრაქცია სარგებლობს პარლამენტის დამხმარე ორგანოების მომსახურებით. მუხლი 13. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა პარლამენტის ორგანოებში, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 14. ფრაქციებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ საპარლამენტო კოალიციაში.

საპარლამენტო კოალიციაში. საპარლამენტო კოალიციის შექმნის შესახებ პარლამენტს ეცნობება უახლოეს პლენარულ სხდომაზე . კოალიციის საქმიანობას არეგულირებს მისი შინაგანაწესი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1994 წლის 2 ივნისი.

მუხლები დასაწყისში