Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 31 ივლ. 1993
ტექსტი ქრონოლოგია

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და რთული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად საჭირო ღონისძიებების ოპერატიულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შემდეგი უფლებამოსილებანი:

როგორც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის მეთაურმა, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და გაუძღვეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომებს;

საგანგებო შემთხვევებში გამოსცეს ეკონომიკური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტები, რომლებიც იმოქმედებენ ამ საკითხებზე პარლამენტის მიერ შესაბამისი აქტების მიღებამდე;

თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის ნებისმიერი თანამდებობის პირი, თუ იგი არ ასრულებს მოქმედ კანონმდებლობას, პარლამენტის, სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრთა კაბინეტის ან სხვა ზემდგომი ორგანოების თანამდებობის პირების კანონიერ გადაწყვეტილებებს. ასეთ შემთხვევაში გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე პირს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, თუ საქმე ეხება თანამდებობის იმ პირთ, რომლებსაც ნიშნავს ან ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, მაშინ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება დანიშვნის შესახებ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1993 წლის 2 ივლისი.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 31 ივლ. 1993 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026