საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრს არ შეიძლება ეკავოს არჩევითი თანამდებობა. მას ეკრძალება კომერციული საქმიანობა და არ შეუძლია შეითავსოს სხვა თანამდებობა, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. მინისტრთა კაბინეტის წევრი არ შეიძლება მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან დააპატიმრონ პარლამენტის, ხოლო სესიებს შორის პერიოდში - სახელმწიფოს მეთაურის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მას დანაშაულის ჩადენაზე წაასწრეს. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სახელმწიფოს მეთაურს. თავი II საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენცია
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
მუხლი 11. მინისტრთა კაბინეტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა და მისი ხელშეუხებლობის სამართლებრივი გარანტიები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 31 მარ. 1994 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

