Legal.geბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1.დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის.
ამის შესაბამისად საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 125 1 მუხლი შემდეგი შინაარსისა:
„მუხლი 125 1 . შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება
შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, -
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათი მანეთიდან ას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
2.საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 125 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება მიეკუთვნოს პროკურატურის ორგანოების კომპეტენციას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის 125 შემდეგ დაემატოს ციფრი 125 1 .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1970 წლის 25 სექტემბერი.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა