Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სსრ ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის შეცვლისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის შეცვლისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 31 მარ. 1977
ტექსტი ქრონოლოგია

საქართველოს სსრ ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის შეცვლისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

„სსრ კავშირის ტერიტორიაზე სავალუტო ფასეულობით გარიგების შესახებ“ და „უცხოეთის ვალუტითა და საგადასახადო დოკუმენტებით უკანონო ოპერაციებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1976 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულებათა შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1.შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები:

ა) 132-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სავალუტო ფასეულობანი: უცხოური ვალუტა (ბანკნოტები, სახაზინო ბილეთები, მონეტები); საგადასახადო დოკუმენტები (ჩეკები, თამასუქები, აკრედიტივები და სხვა), და საფონდო ფასეულობანი (აქციები, ობლიგაციები და სხვა) უცხოური ვალუტით; საბანკო საგადასახადო დოკუმენტები მანეთებში (ჩეკები და სხვა), რომლებიც შეძენილია უცხოური ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლებით; ძვირფასი ლითონები – ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინის ჯგუფის ლითონები (პალადიუმი, ირიდიუმი, როდიუმი, რუთენიუმი და ოსმიუმი) ყოველგვარი სახითა და ყოველგვარ მდგომარეობაში და ბუნებრივი ძვირფასი ქვები ნედლი და დამუშავებული სახით (ალმასი, ბრილიანტი, ლალი, ზურმუხტი, საფირონი, აგრეთვე მარგალიტი), გარდა ასეთი ლითონებისა და ქვების საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და ასეთი ნაწარმის ჯართისა, შეიძლება შეძენილ იქნეს მხოლოდ სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში“;

ბ) 269-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაჩუქრობის ხელშეკრულება ხუთას მანეთზე მეტი თანხისა და ორმოცდაათ მანეთზე მეტი ღირებულების სავალუტო ფასეულობათა ნაჩუქრობის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით“.

2.ამოღებულ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსიდან 165 2 მუხლი.

3.ამოღებულ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველის ნაწილიდან ციფრი „165 2 “.

4.ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 30 ივნისის ბრძანებულება „საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ“ (“საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1970 წ., №6 მუხ.93).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი

თბილისი, 1977 წლის 23 მარტი.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 31 მარ. 1977 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026