საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 31 იან. 1975

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1.დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს 161 1 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 161 1 . უხარისხო მშენებლობა

სამშენებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, სამუშაოთა მწარმოებლების, ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირთა მიერ უხარისხოდ, ან ხელშეკრულებისა და პროექტის პირობების შეუსაბამოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული და სხვა ნაგებობების საექსპლუატაციოდ ჩაბარება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“.

2.დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 161 1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის ორგანოს გამომძიებლები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის „160“ შემდეგ დაემატოს ციფრი „161 1 “.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე

თბილისი, 1975 წლის 27 იანვარი.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა