მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1.ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი − ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის სახით; ბ) იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები − ფასიანი ქაღალდების ერთი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ფასიანი ქაღალდები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფასიანი ქაღალდების იდენტურ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებად მიჩნევის დამატებითი შემთხვევები; გ) − ანგარიში (გარდა ემიტენტის ანგარიშისა), რომელსაც აწარმოებს და რომელზედაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება ან დადებეტება; დ) ანგარიშის მწარმოებელი − ფინანსური ინსტიტუტი (მათ შორის, ), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია კლიენტს გაუხსნას და აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ანგარიში; ე) − პირი, რომლის სახელითაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშს, მიუხედავად იმისა, ეს პირი მოქმედებს თავის თუ სხვის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ანგარიშის მწარმოებელი); ვ) − ანგარიშის მფლობელი (რომელიც, მათ შორის, შესაძლებელია იყოს ანგარიშის მწარმოებელი), რომელიც დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ მოქმედებს მხოლოდ თავის სასარგებლოდ. ინვესტორს აქვს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად; ზ) ცენტრალური დეპოზიტარი − საქართველოს ეროვნული ბანკი ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარი; თ) − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და იპოთეკას); ი) − ანგარიშის მწარმოებლის შიდა ჩანაწერების შედარება სხვა ანგარიშის მწარმოებლის ან სხვა პირების ჩანაწერებთან მათში წარმოდგენილი მონაცემების სისწორის დადასტურებისა და სწორი მონაცემების დადგენის მიზნით; კ) − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 69-ე პუნქტით განსაზღვრული ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში; ლ) − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 70-ე პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში.
