Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეგულირების საფასურის განსაზღვრის და გადახდის წესის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება

რეგულირების საფასურის განსაზღვრის და გადახდის წესის შესახებ

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 31 ოქტ. 2005

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №4 (26.10.2017). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №0 (31.10.2005), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

ტექსტი ქრონოლოგია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.007.829

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №12

2005 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1.რეგულირების საფასური წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სფეროების რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.

2.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები.

3.რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი.

4.მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები.

5.რეგულირების საფასურის ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1 პროცენტი.

6.ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1 და დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

7.რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურის თანხაც.

8.რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის ოდენობის თაობაზე.

10.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი

დანართი №1

რეგულირების საფასურის გაანგარიშება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისათვის

……………………………………………..

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

……………………………………………..

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

………………………………… …………………………

(ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება) (ტელეფონის ნომერი)

1.შემოსავალი

2.რეგულირების საფასური – I სტრიქონის 1 %

3.ფაქტიურად გადახდილია

4.გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ. II --III)

დირექტორი:

მთავარი ბუღალტერი:

ბ.ა.

დანართი №2

რეგულირების საფასურის გაანგარიშება ავტორიზებული პირებისათვის

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

. . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . .

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

( ავტორიზებული პირის დასახელება) (ტელეფონის ნომერი)

1.მთლიანი შემოსავალი დღგ-ს

გარეშე

2 დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე . ავტორიზებული პირის მიერ აღიარებული გადასახდელები დღგ-ს გარეშე

3.რეგულირების საფასური

(სტრ.1-სტრ.2) *1%

4.ფაქტიურად გადახდილია

5.გადასახდელი თანხა საანგარიშო

პერიოდში (სტრ. 3 -სტრ. 4 )

დირექტორი

მთ. ბუღალტერი

ბ.ა.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 31 ოქტ. 2005 · რედაქცია №0