1.სააღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტები „სამართალდამრღვევის გვარი“, „სახელი“, „მამის სახელი“, „დაბადების თარიღი“, „პირადი ნომერი“, „დაბადების ადგილი“, „მოქალაქეობა“, „მისამართი“ ივსება დამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა) ან პასპორტის შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით.
2.თუ დამრღვევს პირადობის მოწმობა არ გააჩნია, მაშინ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები შეივსება ნებისმიერი სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, „პირადი ნომრის“ გრაფა ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში მცხოვრებ უცხოელს უკვე აღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა და მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.
3.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „დაბადების თარიღი“ და ყველა დანარჩენი თარიღი ივსება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) რიცხვი;
ბ) თვე;
გ) წელი.
4.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „დაბადების ადგილი“ საქართველოში დაბადებულთათვის მიეთითება დაბადების შესაბამისი ადგილი, ხოლო უცხოელთათვის – შესაბამისი ქვეყნის დასახელება.
5.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „მისამართი“ მიეთითება დამრღვევი ფიზიკური პირის რეგისტრაციის ადგილის ან იურიდიული პირის სრული იურიდიული მისამართი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ფიზიკური პირის სახელი, გვარი და მისამართი.
6.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „ორგანიზაცია (ფირმა)“ მიეთითება სამართალდამრღვევი ორგანიზაციის(ფირმის) სრული დასახელება. თუ სამართალდამრღვევი მოქალაქეა, გრაფა „ორგანიზაცია (ფირმა)“ არ შეივსება.
7.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „დარღვევა ჩადენილია“ მიეთითება ის თარიღი, როდესაც მოხდა სამართალდარღვევა, ხოლო თუ დარღვევა დენადია, მიეთითება შესაბამისი ორგანოების მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის თარიღი.
8.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „კანონი, მუხლი“ მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის დასახელება და შესაბამისი მუხლი (მუხლები), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის.
9.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „ოქმის რეგისტრაციის ან ქვითრის ნომერი“ და „თარიღი“ მიეთითება უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმის (ან ჟურნალში მისი რეგისტრაციის) ნომერი და თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგა და დამრღვევი დაჯარიმდა ადგილზე – ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ნომერი და თარიღი.
10.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „დარღვევა გამოავლინა“ მიეთითება სამართალდარღვევის გამომვლენი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი.
11.საღრიცხვო ფორმების რეკვიზიტში „მიღებული გადაწყვეტილება“ იმ შემთხვევაში, თუ სახდელის დადება ხდება ადგილზე, იწერება ადმინისტრაციული სახდელის სახე, ხოლო თუ სამართალდარღვევაზე მასალები იგზავნება სასამართლოში ან სხვა საქმის განმხილველ ორგანოში – მიეთითება ის ორგანო, რომელსაც გადაეგზავნა მასალები საქმეზე დადგენილების გამოსატანად. თუ შეტყობინების შევსების დროისათვის უკვე ცნობილია საქმეზე გამოტანილი დადგენილების შესახებ, მიეთითება დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელება და სახდელის სახე.
12.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „გადაწყვეტილების მიღების თარიღი“ მიეთითება ადგილზე სახდელის დადების შესახებ ან სასამართლოში ან სხვა განმხილველ ორგანოში მასალების გადაგზავნის თარიღი.
13.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „სამსახურის დასახელება“, „უფროსი“ და „ხელმოწერა“ მიეთითება სამართალდარღვევის გამომვლენი სამსახურის, დანაყოფის დასახელება, უფროსის გვარი, სახელი და უფროსის ხელმოწერა.
14.საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „გაგზავნის თარიღი“ მიეთითება შეტყობინების საინფორმაციო ცენტრში გაგზავნის თარიღი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.