საქართველოს მინისტრის ბრძანება

“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

22 მუხლირედაქცია №15 ბოლო ცვლილება: 8 ივნ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1.ეს წესი შემუშავებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

2.ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციას, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესში“ და „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესშია“ მოცემული, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 3. სოციალური დახმარება

1.ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – „საარსებო შემწეობა“), რომელიც დაკავშირებულია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებასთან და/ან მის პრევენციასთან.

2.საარსებო შემწეობა წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებას.

მუხლი 4. საარსებო შემწეობის მიღების უფლება

1.საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში (შემდგომ – მონაცემთა ბაზა) და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომ – ღატაკი ოჯახი).

2.ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან.

3.საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4.სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების პერიოდში, ოჯახს უგრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ახალი „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.

5.საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს, განმეორებითი შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად, უგრძელდება ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

6.16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი საარსებო შემწეობის გაცემა ოჯახს უგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის შესაბამისად 16 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.

7.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012 წ. ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 4¹. (ამოღებულია)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-60/ნ - ვებგვერდი, 06.07.2021წ.

მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა

1.საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის, ასევე მინდობით აღზრდის (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.

2.ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს, საარსებო შემწეობის მიღების უფლების შემთხვევაში, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად. ასეთ შემთხვევაში ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.

3.იმ შემთხვევაში, თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ან ოჯახის რომელიმე წევრი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების პერიოდში მიიღებს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის შემწეობას, და ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად კვლავ ინარჩუნებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, წერილობითი მომართვის შემთხვევაში, მას აღუდგება საარსებო შემწეობის თანხა, ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა ან ოჯახის წევრმა მიიღო დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის შემწეობის სახით.

4.ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა, მაგრამ საარსებო შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელებულა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ . ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა და მისი გაანგარიშება

საარსებო შემწეობის ოდენობა ეფუძნება ოჯახის წევრთა რაოდენობასა და მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდეს. საარსებო შემწეობის ოდენობა და გაანგარიშების პრინციპები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №193/ნ - სსმ III, №76, 30.06.2010წ., მუხ.1114 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.

მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიღების უფლების მქონე ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, აღდგენას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას) და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ. ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ. თავი II. საარსებო შემწეობის ბენეფიციარი ოჯახებისა და სააგენტოს უფლება-მოვალეობები

მუხლი 8. სააგენტოს ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები 1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, დანიშვნის პროცედურის შეჩერებას, გაანგარიშებას, შეწყვეტას, განახლებას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას), აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას; ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას; გ) სტატისტიკის წარმოებას.

2.სააგენტო უფლებამოსილია: ა) გადაამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა ცვლილებების გამოსავლენად); ბ) შეაჩეროს საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნის პროცედურის შეჩერების, შეწყვეტის, შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების და/ან ზედმეტად ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ; დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა  საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის.

3.სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 9. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობები

1.საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს ან/და მის წევრს უფლება აქვს: ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით; ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო); გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სოციალური პაკეტი, სახელმწიფო პენსია/კომპენსაცია, სხვა ინდივიდუალური სოციალური დახმარება ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემელი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებების (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა) შესახებ ამ ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე; ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე; გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

3.ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ: ა) ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე; ბ) უძრავი ქონების ან/და „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ. თავი III. საარსებო შემწეობის დანიშვნა , გაცემა , შეწყვეტა და განახლებ ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 10. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი

საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველია ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა, რომლიც ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე“ და ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

მუხლი 11. სოციალური დახმარების დასანიშნად მიმართვა

1.საარსებო შემწეობის დასანიშნად მიმართვა ხდება სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.

2.საარსებო შემწეობის დასანიშნად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა (შემდგომში – ოჯახის წარმომადგენელი) საჭიროა განცხადებით მიმართოს სააგენტოს.

3.განცხადების შევსება შეიძლება განხორციელდეს როგორც სააგენტოში, ისე ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას.

4.განცხადების შევსებისას ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საკუთარი და „ოჯახის დეკლარაციის“ მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობა, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა); ბ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა, თუ განცხადება შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი ინახება სააგენტოში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-60/ნ - ვებგვერდი, 06.07.2021წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 12. განცხადების განხილვა და საარსებო შემწეობის დანიშვნა

1.საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შევსებიდან ორი კვირის ვადაში, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.საარსებო შემწეობის დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტისას შესაბამისი ფორმის დოკუმენტის შევსებით. შევსებულ დოკუმენტს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.

3.საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადება და დანიშვნის ფორმის შევსება შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას.

3¹.ვიზიტის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას ადარებს „ოჯახის დეკლარაციაში“ დაცულ ინფორმაციას და იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად არ იკვეთება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესით“ გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი, სააგენტოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე.

4.თუ ოჯახმა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასების შედეგად მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და განხორციელდა დანიშვნის პროცედურა, რის შემდეგაც ოჯახის დეკლარაციაში სააგენტოს მიერ განხორციელდა მონაცემების კორექტირება, კორექტირების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის დანიშვნის განმეორებითი პროცედურა განხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე.

5.თუ ოჯახს, დადგენილ ვადაში (90 დღე) მონაცემთა კორექტირე(ბე)ბის შედეგად მიენიჭება საარსებო შემწეობის მისაღებად განსაზღვრული ქულათა ოდენობა, საარსებო შემწეობა გაიცემა ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საარსებო შემწეობის მიღების უფლების წარმოშობის პერიოდის გათვალისწინებით.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ იმ შემთხვევაში, როდესაც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის დაკორექტირების შემდეგ მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, სააგენტო, სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, კორექტირების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 12¹. ამოღებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის ბრძანება №01- 34/ნ - ვებგვერდი, 30.05.2017 წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-60/ნ - ვებგვერდი, 06.07.2021წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 13. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება

1.საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას აღმოჩენილი ფაქტ(ებ)ის გათვალისწინებით შესაძლებელია საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება. საარსებო შემწეობის დანიშნვის შეჩერების საფუძველია, თუ: ა) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი; გ) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; დ) (ამოღებულია - 22.05.2015, №01-15/ნ); ე) შეიცვალა ოჯახის შემადგენლობა: ე.ა. ოჯახს დაემატა სრულწლოვანი წევრი; ე.ბ. ოჯახში ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან გასულია 2 წელზე მეტი; ვ) ოჯახი უარს აცხადებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე; ზ) ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი აჩერებს საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურას და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს ოჯახის განმეორებით შეფასებას ან ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას.

3.საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჩერდება შეჩერების საფუძვლის შესწავლის/დაზუსტების პერიოდით.

4.საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შემთხვევაში, საარსებო შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ გამოვლენილი შედეგების გათვალისწინებით.

5.საარსებო შემწეობის დანიშვნის შეჩერების საფუძვლის გადამოწმების შემდეგ, თუ ოჯახს აქვს სოციალური დახმარების მიღების უფლება, საარსებო შემწეობა ინიშნება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა

1.საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ღატაკი ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი სრულწლოვანი წევრის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

2.საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

3.ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის იდენტიფიცირებისთვის სააგენტო იყენებს და ეყრდნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. ელექტრონულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოში დაცულ ოჯახის წევრ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ელექტრონულ მონაცემთა ბაზას და საარსებო შემწეობის გაცემა გრძელდება უწყვეტად, თუ იდენტურია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრ(ებ)ის პირადი ნომერი და დაბადების წელი და თვე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-60/ნ - ვებგვერდი, 06.07.2021წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 15. ამოღებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-60/ნ - ვებგვერდი, 06.07.2021წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 16. საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტა

1.საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია: ა) ოჯახის განცხადება; ბ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება; გ) თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“; დ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება; ე) ოჯახის წევრის – გარდაცვალება, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსება ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლა ან თუ ოჯახის წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს.

2.საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო: ა) ოჯახის მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მომართვის თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დოკუმენტის განთავსების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულას- საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვიდან; დ) ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულების შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან; ე) გარდაცვალების შემთხვევაში – გარემოების დადგომის მომდევნო თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან); ვ) პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); ზ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); თ) საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის მომდევნო თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); ი) იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრ(ებ)ი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან); კ) სხვა შემთხვევ(ებ)ში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან).

3.(ამოღებულია - 08.06.2026, №19). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ. მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება 1. საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის – ოჯახში ვიზიტის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილების შემთხვევაში; ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) შემთხვევაში, როცა ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი; გ) ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში ან, თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად) ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან).

2.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, განმეორებითი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას ან ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული/გადაანგარიშებული საარსებო შემწეობის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ. მუხლი 17 1 . საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში 1. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პირის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი (გარდაცვალების თვის ჩათვლით) საარსებო შემწეობის თანხა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე; ბ) პირს გარდაცვალებამდე მოპოვებული ჰქონდა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ გარდაცვალების დროისთვის თანხა ჯერ არ ჩარიცხულა საბანკო ანგარიშზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საარსებო შემწეობის თანხები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის განცხადებით მიმართეს სააგენტოს, პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

3.საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება საარსებო შემწეობა, თუ იგი შეწყდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების გამო ან/და მემკვიდრის მიერ არ იქნა გატანილი საარსებო შემწეობის შეწყვეტის თვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება

1.საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის – ოჯახში ვიზიტის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილების შემთხვევაში; ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) შემთხვევაში, როცა ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი; გ) ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში ან, თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად) ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან).

2.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, განმეორებითი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას ან ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული/გადაანგარიშებული საარსებო შემწეობის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01– 15/ნ - ვებგვერდი, 25 .05.2015წ.

მუხლი 18¹. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი

თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01– 15/ნ - ვებგვერდი, 25 .05.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ივნისის ბრძანება №01-54/ნ - ვებგვერდი, 04.06.2020წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ. თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.