Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზეკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

2 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 18 დეკ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 2¹. 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და გაუქმდეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის/მოადგილეების თანამდებობები. აღნიშნული თარიღიდან შეწყდეს საქა

2.საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, მის მოადგილეს/მოადგილეებს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრიდან შეუწყდებათ უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, 2026 წლის 1 იანვრიდან 1 თვის განმავლობაში მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია, თუ აღნიშნული პირი ამ მუხლის ამოქმედებიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში არ დაიწყებს ანაზღაურებად საქმიანობას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამ კომპენსაციის ოდენობაა შესაბამისი პირისთვის ბოლოს განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს სამმაგი ოდენობა.

3.2025 წლის 31 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფმა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა 2026 წლის 1 იანვრიდან დაიკავოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა და განახორციელოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება.

4.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაციის 2026 წლის 1 იანვრიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 3¹. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1278-IVმს-XIმპ

მუხლები დასაწყისში