Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზეკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

3 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 18 დეკ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 18.04.2007, მუხ.

116); ბ) „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ.

443).

მუხლი 2¹. 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

2.2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

3.ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები.

4.სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების განსაზღვრა, რომელსაც/რომლებსაც გადაეცემა/გადაეცემათ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები და კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაცია (სათანადო საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები).

5.„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის (პროგრამული კოდი − 44 00) ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

6.ამ კანონის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

7.საქართველოს მთავრობამ შესაბამისი უწყებების წარდგინებით, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.

მუხლი 3¹. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-5−მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1321-IVმს-XIმპ

მუხლები დასაწყისში