საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება

პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმების, სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტებისა და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტების დამტკიცების თაობაზე

2 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 31 დეკ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

1.დამტკიცდეს „პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები“ თანდართული სახით (დანართი 1);

2.დამტკიცდეს „სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტები“ თანდართული სახით (დანართი 2);

3.დამტკიცდეს „განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები“ თანდართული სახით (დანართი 3).

მუხლი 2

1.ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე