Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება

ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 22 მარ. 2007
ტექსტი ქრონოლოგია

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.010.133

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №88/ნ

2007 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ.

2.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი

ინსტრუქცია

ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ

1.ფსიქიატრიულ დაწესებულებაში „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იქმნება ექიმ-ფსიქიატრთა კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც დაკომპლექტებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე ექიმ-ფსიქიატრებისგან, არანაკლებ ორი წევრით.

2.საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კომისიის გაფართოება სხვა ფსიქიატრების მოწვევით.

3.კომისია უფლებამოსილია:

ა) მიიღოს გადაწყვეტილებები პაციენტის ფსიქიკური აშლილობისა და მკურნალობის საკითხებზე;

ბ) გადაწყვიტოს პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხი;

გ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

4.მხოლოდ კომისიის შესაბამისი დასკვნის არსებობა წარმოადგენს საფუძველს:

ა) მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ სასამართლოს პაციენტის ქმედუუნაროდ აღიარებისა და მისთვის კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის მოთხოვნით;

ბ) აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობის დანიშვნისათვის, პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით;

გ) მოთავსდეს პაციენტი სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნით;

დ) მიმართოს სასამართლოს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ პირის არანებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობის დანიშვნის მოთხოვნით.

5.არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების შემთხვევაში კომისია უზრუნველყოფს:

ა) პირის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათში პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას და არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტას;

ბ) სათანადო დასკვნის გაცემას არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ და ადმინისტრაციისთვის წარდგენას;

გ) პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხის პერიოდულად განიხლვას;

დ) არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვისას გადაწყვეტილების მიღებას პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ და ადმინისტრაციისთვის წარდგენას;

ე) არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეუწონლობის შემთხვევაში, პაციენტის დაუყოვნებლივ გაწერის ორგანიზაციას სტაციონარიდან.

6.კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

7.დასკვნას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

8.კომისიის წევრის განსხვავებული აზრი წერილობით უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას.

9.კომისიის წევრთა აზრის გაყოფის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნისას – საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც წერილობით აქვს მინიჭებული ამგვარი უფლებამოსილება.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 22 მარ. 2007 · რედაქცია №0