Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება

ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 1 ოქტ. 2007
ტექსტი ქრონოლოგია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.873

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №284/ნ

2007 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ

,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1.შეიქმნას ფსიქიურად დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბანკი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე.

2.ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალურ ფორმად გამოყენებულ იქნეს ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგ-ვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა.

3.ბანკის შექმნის მიზანია:

ა) სრულყოფილ იქნეს სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების საქმიანობის მოცულობის შესახებ;

ბ) მოწესრიგდეს ერთიანი სააღრიცხვო სისტემა;

გ) მოხდეს სხვადასხვა დაწესებულებაში არსებული მონაცემების სისტემატიზაცია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საჭირო ინფორმაციის დროულ მოპოვებას და უზრუნველყოფს ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.

4.ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის, მონაცემთა დამუშავებისა და დროული შემოსვლა/გაცემისათვის საინფორმაციო ბანკი წარმოადგენს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.

5.საინფორმაციო ბანკში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაგზავნილი ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პაციენტის საპასპორტო მონაცემებს (გვარი, სახელი, დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი);

ბ) საცხოვრებელი რაიონი;

გ) პაციენტის სქესი;

დ) განათლება;

ე) პროფესია;

ვ) ოჯახური მდგომარეობა;

ზ) დასაქმებულია თუ არა;

თ) ქმედობაუნარიონობისა და ქმედუნარიანობის შესახებ ინფორმაცია;

ი) კლინიკური დიაგნოზი ICD 10 მიხედვით;

კ) მკურნალობა ნებაყოფლობითია თუ არანებაყოფლობითი;

ლ) ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემოსვლის ან აღრიცხვაზე აყვანის თარიღი;

მ) პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის თარიღი;

ნ) პაციენტის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაწერის ან აღრიცხვიდან მოხსნის თარიღი;

ო) პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების თარიღი;

პ) მითითება პაციენტის გარდაცვალების მიზეზზე.

6.საინფორმაციო ბანკში ფსიქიატრიული სტაციონარიდან ინფორმაცია იგზავნება:

ა) პაციენტის შემოსვლიდან – ერთი კვირის ვადაში;

ბ) პაციენტის გაწერიდან – 72 საათში.

7.საინფორმაციო ბანკში ამბულატორიული დაწესებულებიდან ინფორმაცია იგზავნება:

ა) პაციენტის აღრიცხვაზე აყვანიდან – ერთი კვირის ვადაში;

ბ) აღრიცხვიდან მოხსნიდან – 72 საათში.

8.პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის დასრულებიდან ინფორმაცია იგზავნება 72 საათში;

9.საინფორმაციო ბანკში სპეციალიზებული (პანსიონატი, თავშესაფარი) დაწესებულებიდან ინფორმაცია იგზავნება:

ა) პაციენტის შემოსვლიდან – ერთი კვირის ვადაში;

ბ) პაციენტის გაწერიდან – 72 საათში.

10.თუ პირველადი გამოკვლევისას ან სხვა სახის ფსიქიატრიული დახმარებისას არ დაისვა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი, ამ პაციენტის მონაცემები საინფორმაციო ბანკში არ იგზავნება.

11.სრულყოფილი ინფორმაციის დროულ გაგზავნაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.

12.ბრძანების ამოქმედების დღიდან 6 თვის ვადაში ფსიქიატრიული დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია მათ დაწესებულებაში მკურნალობაზე ან დინამიურ მეთვალყურეობაზე მყოფ პირთა შესახებ, აგრეთვე დაწესებულებებში წინა წლებში აღრიცხულ ავადმყოფთა შესახებ.

13.საინფორმაციო ბანკში მონაცემები დაცული უნდა იყოს კონფიდენციალობის სრული დაცვით.

14.საინფორმაციო ბანკის კონფიდენციალურ მონაცემებზე დასაშვებ პირებს (უწყებებს) მიეკუთვნება:

ა) სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებიც ატარებენ ფსიქიატრიულ გამოკვლევას და გასცემენ შესაბამის დასკვნას ფსიქიური ჯანმრთელობის შესახებ;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

გ) მოსამართლე.

15.საინფორმაციო ბანკი ინფორმაციას გასცემს სამუშაო საათებში დაუყოვნებლივ.

16.საინფორმაციო ბანკის მონაცემების გამოყენება პირთა იდენტიფიკაციის გარეშე შეუძლია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

17.საინფორმაციო ბანკში მონაცემთა დაცულობასა და ინფორმაციის სწორ და კანონიერ გაცემაზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.

18.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2007 · რედაქცია №0