1.სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.
2.ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3.მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე.
4.ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
5.ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
6.ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
1.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2.მიმწოდებელი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) წყალმომარაგებისას დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება; დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ; ე) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებელისთვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); ვ) განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე სათანადოდ გაწმენდის უზრუნველყოფა. ზ) უზრუნველყოს ამ წესებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3.მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.
4.მიმწოდებელი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება, თუ: ა) მომხმარებელის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასური; ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა; გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
5.მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
1.წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2.ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება - მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს.
3.ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4.მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5.წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6.მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
7.წყალმომარაგების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ: ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით; ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 7 2 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
8.მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი, ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
9.ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
10.(ამოღებულია)
მუხლი 18 1 . ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები 1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების მე - 18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგ ების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ
1.მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2.მიმწოდებელის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
3.მიმწოდებელი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.
4.მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
5.მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, სასმელი წლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სასმელი წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
6.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი წყალმომარაგების (სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების სისტემის) სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). მიმწოდებელს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს წყალმომარაგების სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების წყალმომარაგებისა და დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
7.მიმწოდებელმა დაინტერესებულ პირს უნდა მისცეს წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო, სარწყავი, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით: ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებით; ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე სასმელი წყლის მიწოდების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია სასმელი წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს სასმელი წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებელის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.
9.დაუშვებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება - გამოყენება, თუ შესაძლებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს აღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას.
1.აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
2.საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად , ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები.
3.მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4.სასმელი წყლის მრიცხველი, შესაბამისად , აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5.აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
6.სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად , აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
7.თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის წყალგაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და წყალგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
8.მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებელის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან: ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით; ბ) საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით; გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).
9.თუ აბონენტს სასმელი წყალი მიეწოდება მის მფლობელობაში არსებული დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოებით, წყალმზომი უნდა დამონტაჟდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით იმ შემწოვ მილზე, რომელზედაც დამონტაჟებულია ტუმბო.
1.სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ხარისხი, დაწნევა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს სასმელი წყლის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელმწიფო სტანდარტებს. სასმელი წყლით მომხმარებლის მომარაგებისას მიმწოდებელი პასუხისმგებელია საქართველოში მოქმედი სტანდარტებით და ტექნიკურ რეგლამენტებით განსაზღვრული სასმელი წყლის მიწოდებაზე.
2.ამ წესების შესაბამისად , მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემას და მის შემადგენელ დანადგარებსა თუ მოწყობილობებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის მოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის წყალმომარაგება.
3.მიმწოდებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მეშვეობით. ამასთან, დაუშვებელია წყალმომარაგების სისტემასთან თვითნებური მიერთება.
4.იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველის შესაძენად, ასევე, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან წყალარინების ქსელის რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის ან/და გაფართოებისთვის, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად).
1.სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.
2.სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი, ამ წესების შესაბამისად, ვალდებულია შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).
3.მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.
4.მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე , შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა; ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ან სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებელის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და ქსელის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არა უმეტეს 1 თვისა); გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ელემენტებიდან სასმელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8-საათიან მოხმარებაზე გამრავლებით; დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან სამელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8-საათიანი მოხმარებით.
5.უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.
6.მიმწოდებელს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.
1.მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით; ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.
2.გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა სასმელი წყლის მიწოდება, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური განესაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. წყლის შეწყვეტის ფაქტის დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით.
3.მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.
4.ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.
5.მომხმარებელმა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
6.ქვითარში უნდა მიეთითოს: ა) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება (ჩვენების აღების თარიღების მითითებით); ბ) სამომხმარებლო ტარიფი; გ) სულადობა (თუ რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, სულადობით დარიცხვის ნაცვლად, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა კუბურ მეტრებში (გარდა ამ მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და ღირებულება; დ) მომხმარებელზე დარიცხული თანხა; ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია; ვ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა; ზ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა; თ) ბეჭდური ფორმის ქვითარში, ასევე მოცემული უნდა იყოს: თ.ა) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებები, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე; თ.ბ) წყალმომარაგების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერი; თ.გ) ქვითრის მეორე მხარეს დამატებით უნდა აისახოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია.
7.ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება.
8.ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
9.მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
10.დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, უქმე ან დასვენების დღეებში და მათ წინა დღეს.
11.მომხმარებელმა დარიცხული საფასური უნდა გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამის მომსახურების ცენტრში ან მისი დაფარვა უზრუნველყოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
12.მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
13.ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, დაუშვებელია მომხმარებლისათვის სასმელი წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ამასთან, მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს სასმელი წყლის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს მიმწოდებელს.
14.დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.
1.მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის , დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში, თუ: ა) პირი აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული ქონების მისამართზე; ბ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში; გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისთვის.
2.დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
3.დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ: ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა; ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).
4.თუ სასმელი წყლის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის , საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდა მრიცხველის წაკითხვა, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
5.მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს არანაკლებ ორ კალენდარულ წელზე თანაბრად. მხარეები უფლებამოსილნი არიან, შეთანხმდნენ სხვა ვადაზე და პირობებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე იქნება მომხმარებლის მოთხოვნა.
1.მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით , მიმწოდებელის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2.თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სასმელი წყლის მოხმარებას ან სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.
3.სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან სასმელი წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
4.მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.
5.მომხმარებლის სასმელი წყლის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის , სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6.სასმელი წყლის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით 7. მიმწოდებელის მიერ სასმელი წყლის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე სასმელი წყლის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
8.სასმელი წყლის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ნებისმიერ ორგანოში. ასეთ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს გადაიხდის მიმწოდებელი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).
9.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებულ შესაბამის ორგანოში მრიცხველის შემოწმების ზუსტი დროს შეტყობინებით. მიმწოდებელმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
10.მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, მიმწოდებელი ვალდებულია დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ); ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, მიმწოდებელი ვალდებულია დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. მიმწოდებელის მიერ ზედმეტად მიწოდებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს.
11.თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება სასმელი წყლის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
12.სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
13.ინდივიდუალური მრიცხველის მქონე მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მოცემული მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია, მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალედნარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
14.სასმელი წყლის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი , მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.
15.სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა არ წარმოებს სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.
16.თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.
1.დაუშვებელია ამ წესების შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება. ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით) , ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2.კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია, კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე, ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
4.დაუშვებელია მიმწოდებელის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, სასმელი წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება დავის დასრულებამდე.
5.ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ მომხმარებელს სასმელი წყლის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 13. წყალმომარაგების და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება 1. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.
2.წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.
3.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს: ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში; ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში მონაცემების ასახვა) – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
1.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს ელექტრონული ფორმის ტექსტური შეტყობინებით, შესაბამის არეალში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ. მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2 პროცენტზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წინამდებარე პუნქტში მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში უნდა მოხდეს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
2.თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს სასმელი წყლის მრიცხველთან, სასმელი წყლის მიმწოდებელ საწარმოს უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა დაარიცხოს წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით (სეზონურობის გათვალისწინებით). მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის სასმელი წყლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა. ამასთან, სასმელი წყლის მრიცხველთან მიმწოდებლის წარმომადგენლის განზრახ არდაშვების პირველივე შემთხვევის დადგომისას მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს მისი წარმომადგენლის მომდევნო ვიზიტის შესახებ (ვიზიტის დროის აღნიშვნით) და გააფრთხილოს მომხმარებელი, რომ ამ პუნქტის თანახმად მას შესაძლოა შეუწყდეს სასმელი წყლის მიწოდება. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა უნდა დადასტურდეს დაზღვეული საფოსტო გზავნილით.
3.მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
4.მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5.მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და მიმწოდებელის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ მიმწოდებელის მოქმედების არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
6.თუ სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას, ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში, და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება მიმწოდებელის წარმომადგენლისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისიწინებულია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.
1.პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს სასმელი წყალი.
2.მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის სასმელი წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, სასმელი წყლის საფასურის გაძვირება.
3.პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ქსელის სათანადოდ მოწყობის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი მრიცხველის არსებობის შემთხვევაში).
4.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, როდესაც მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა წარმოებს ინდივიდუალური მრიცხველების შესაბამისად, და მომხმარებლების მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით.
5.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური სასმელი წყლის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს; გ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია; დ) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში: დ.ა) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის პროპორციულად; დ.ბ) მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ე) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სასმელი წყლით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებელის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
1.მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) წყალმომარაგების ტარიფის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ; დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ; ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), სასმელი წყლით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები; ვ) წყალსატევებში წყალარინების ქსელიდან ჩამდინარე სითხის გამწმენდი სამუშაოებისა და გაწმენდილი სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
2.სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3.მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.
1.სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
2.აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3.აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი; ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები; გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც; დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები; ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
4.მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება: ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი; ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ვინაობა და მისამართი; გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში); დ) მომხმარებლის კუთვნილი სასმელი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში); ე) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება;
5.სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება: ა) სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი და ჩვენება შემოწმების მომენტში; ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა; გ) გამოყენებული სასმელი წყლის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი.
6.სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება: ა) შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება; ბ) ბრჯენის ნომერი; გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა სასმელი წყლის მრიცხველი; დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
7.თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში სასმელი წყლის მრიცხველი შესამოწმებლად მიმწოდებელის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებულ პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8.იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9.მიღებული და მოხმარებული სასმელი წყლის ორი ან მეტი მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სასმელი წყლით მომარაგების შესაბამის მომარაგების წყაროზე არსებული სასმელი წყლის მრიცხველზე.
10.აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11.აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – მიმწოდებელს; ხოლო სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში სასმელი წყლის მრიცხველთან ერთად.
12.დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13.მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი სასმელი წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).
18.წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება 1. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ისას, მიერთების საფასური გადაიხდება მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში . მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.
2.მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს.
3.წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების მე - 18 და 18 1 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად.
4.წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების მე - 18 და 18 1 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგებაზე , რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა, ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი წყალ მომარაგება .
5.მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტების ათვის სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების მიზნით წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთება .
6.ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური დგინდება შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №3) .
7.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო მოქმედების განხორციელება .
8.ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ. წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოს ა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობის ა და წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით) , რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ის უზრუნველყოფ ასა და წყალმომარაგებასთან .
9.დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და წყალმომარაგების სისტემაზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის, ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული წყალმომარაგების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს წყალმომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცესში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
10.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში.
11.ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს): ა) მისაერთებელი მილის დიამეტრი და წარმადობა შეთავაზებული პაკეტის მიხედვით; ბ) მიერთების ტიპი, მათ შორის , სრული (სასმელი წყალი და წყალარინება), მხოლოდ სასმელი წყალი ან მხოლოდ წყალარინება.
12.თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე სამი ან სამზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) განსაზღვრულ ი უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი წარმადობის ოდენობის შესაბამისად.
13.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია , ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად .
14.წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა 1. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ
1.წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის საფასური.
2.სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე კომისიის მიერ განისაზღვრება პირობითად. მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც მიმწოდებლისთვის წარმოადგენს შემოსავალს, გათვალისწინებულ იქნება წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშებისას.
3.ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება.
1.წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია: ა) მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდართებთან; ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა; გ) დაიცვას სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება; დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება; ე) სასმელი წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან; ვ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება.
2.გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულებისა , მიმწოდებელი ასევე პასუხისმგებელია ჩამდინარე სითხის წყალარინებისას ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირებასა და წყალსატევში ჩამდინარე სითხის გაწმენდაზე, ხოლო გარემოს დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ (შესაძლოდ მოკლე ვადაში) გაწმინდოს და მიიღოს შესაბამისი სანიტარიული ზომები.
1.მიმწოდებელი ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს და საჭიროებისამებრ განავითაროს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი.
2.გამართულ მდგომარეობაში იქონიოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები).
3.მიმწოდებლის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის პერიოდული შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც დასტურდება შემოწმებაში მონაწილე პირების ხელმოწერებით.
4.ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი და მისი შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის დანადგარების არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია შესაბამის ორგანოებთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. ხანძარსაწინააღმდეგო ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს არამიზნობრივი გამოყენებისაგან.
5.ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებისათვის ერთი განშტოების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მოეწყოს შემომვლელი ხაზი, ხოლო პირდაპირ ხაზზე – ურდული ბრჯენით, რომელიც შესაძლებელია გაიხსნას მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში. მისი კვეთი და გამტარუნარიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ხანძრის ჩასაქრობად საჭირო წყლის ხარჯს. ხანძრის ჩასაქრობად დახარჯული წყალი დაერიცხება აბონენტს, ხოლო დამღის ახსნა უნდა ეცნობოს მიმწოდებელს.
6.თუ შენობა (ობიექტი) აღჭურვილია გაერთიანებული ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემით, მაშინ შემყვანზე, რომელზეც დამონტაჟებულია წყალმზომი, აუცილებლად უნდა მოეწყოს წყალმზომის შემომვლელი ხაზი, დაკეტილი დამღადადებული ურდულით.
1.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა და მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
2.წყალარინების განცალკევებული სისტემის არსებობისას მომხმარებელი ვალდებულია არ დაუშვას მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან ატმოსფერული წყლების წყალარინების სისტემაში ჩაღვრა და წყალარინების სისტემიდან ჩამდინარე სითხის სანიაღვრე სისტემაში ჩაღვრა. ატმოსფერული ნალექები თვითდინებით უნდა მიემართებოდეს ქუჩისკენ ან სპეციალურად მოწყობილი წვიმმიმღებისკენ.
3.ჩამდინარე სითხის ჩაშვება წყალარინების ქსელში შესაძლებელია მხოლოდ სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით.
4.იქ, სადაც მოწყობილია წყალარინების გაერთიანებული სისტემა და ნებადართულია სახლისა და ეზოს ქსელში თოვლისა და წვიმის წყლების ჩაშვება, ეზოებში უნდა მოეწყოს წვიმმიმღები ჭები ცხაურებით.
5.წყალარინების ქსელში და მასთან შეერთებულ ჩამდინარე წყლების მიმღებ ნაგებობებში აკრძალულია მყარი ნარჩენების, 60 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე ჩამდინარე წყლების, აგრეთვე, მჟავე და ტუტოვანი წყლების და ისეთი ქიმიური მინარევების ჩაშვება, რომლებსაც შეუძლიათ წარმოქმნან ფეთქებადი ნივთიერებები და მწყობრიდან გამოიყვანონ წყალარინების ქსელები და ნაგებობები.
1.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქის და დასახლებული ადგილების ტერიტორიაზე ჩამდინარე სითხის წყალარინების ქსელის მეშვეობით გატარება, ხოლო სამრეწველო-ტექნიკური წყლების წყალარინების საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს წყლის მიმწოდებლებთან შეთანხმებით.
2.მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე), წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოების და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია.
3.მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო მდგომარეობაში იქონიოს წყალარინების ქსელი და მისი შემადგენელი ელემენტები, მათ შორის , გამწმენდი ნაგებობები.
4.საწარმოო წყლების ჩაშვება წყალარინების სისტემაში დაიშვება მხოლოდ მისი დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობისა და საჭიროების შემთხვევაში ამ ნორმამდე გაწმენდისა და მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეთანხმების შემდეგ, რომლის გაცემისას მხედველობაში მიიღება წყალარინების ქსელის და გამწმენდი ნაგებობების დატვირთვა და, აგრეთვე, ჩასაშვები წყლების რაოდენობა. შეთანხმება და მასთან დაკავშირებული საბუთები უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
5.მიმწოდებელი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს ჭების სახურავების მდგომარეობა. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და აღმოფხრას დაზიანება, ხოლო ასეთი მოქმედების შეუძლებლობის შემთხვევაში დააყენოს სათანადო გამაფრთხილებელი ნიშანი და შესაძლოდ მოკლე ვადაში გამოასწოროს მდგომარეობა.
6.მომხმარებელს, მის მფლობელობაში არსებული ჭის ღიად დატოვების შემთხვევაში, ან ჭების სახურავიდან ნარეცხი ან სხვა სამეურნეო წყლების ჩაშვების შემთხვევაში, შეუწყდება სასმელი წყლის მიწოდება სათანადო გაფრთხილების შემდეგ.
7.წყალარინების ქსელის ჭები ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დათვალიერებისათვის, თავისუფალი უნდა იყოს მიწის, თოვლის და სამშენებლო ნაგვისაგან.
8.უნებართვოდ ჭების სახურავების ახდა ან/და ჭაში ჩასვლა აკრძალულია და ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
1.ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად მოხდება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
3.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ, აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს სასმელი წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები.
4.თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალარინების ქსელთან მიერთება არსებულ წყალარინების ქსელთან დაშორების გამო დაკავშირებულია მიმწოდებლის მიერ გაუმართლებლად დიდი ოდენობის ფინანსურ ხარჯებთან ან/და შეუძლებელია წყალარინების ქსელთან მიერთება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, მიმწოდებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა და სასმელი წყლით მომარაგება დაუშვებელია, სანამ ამ მომხმარებლის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი ჩანადენი სითხის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად სათანადოდ გაწმენდა მისი წყალსატევში ჩაშვებამდე ან გარემოსაგან იზოლირება მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.
5.თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საკუთარი წყაროებიდან (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) მიღებულ ან/და მოხმარებულ წყალს მიმართავს (ღვრის) წყალარინების სისტემაში, წყალარინებაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება წყალარინების მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში: ა) მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი – წყალარინების მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მოწყობილი მრიცხველის ჩვენებისა და ამ წყაროდან მიღებული წყლის მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით; ბ) საკუთარი სასმელი წყლის მომარაგების წყაროზე მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში – წყალარინების სისტემაში ჩაღვრილი სითხის მოცულობა განისაზღვრება საკუთარი სასმელი წყლის წყაროს დებეტის, ამ წყაროდან წყლის მიღების პერიოდულობისა და მისი მოხმარების ტექნოლოგიური ციკლის თავისებურების გათვალისწინებით.
6.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი სასმელი წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებელის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) სასმელი წყლის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
7.მიმწოდებლისთვის სასმელი წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
8.თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
9.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
10.სასმელი წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს.
1.მიმწოდებელი ვალდებულია განცალკ ე ვებულად აღრიცხოს: ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებით მიღებული შემოსავალი; ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (მოთხოვნილი დაწნევის) მიხედვით და ჯამურად; გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გაზრდილი სასმელი წყლის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2.მიმწოდებელი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე – ყოველკვარტლურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3.მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად).
1.მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს ამ წესებთან.
2.ამ წესების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში, რომელიც ახორციელებს სასმელი წყლის საწარმოო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო ყველა სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე გავრცელდეს 2010 წლის იანვრიდან. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნულ მომხმარებელთა ინფორმირება მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის (ჩანადენი სითხის) გაწმენდის ან/და უტილიზაციის ვალდებულების შესახებ.
3.ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური სასმელი წყლის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის საპასპორტო მონაცემების მიხედვით.
4.შპს „თბილისის წყლის“ მომხმარებელთა წყალმომარაგება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი პირობით: ა) ქ. თბილისის ძველი საზღვრების ფარგლებში სასმელი წყლით მომარაგება (26.12.06 წლის მდგომარეობით) 2011 წლიდან და შემდეგ, იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს; ბ) ქ. თბილისის სასმელი წყლით მომარაგება ახალი საზღვრების ფარგლებში 2015 წლიდან და შემდეგ, იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს; გ) ქ. მცხეთის სასმელი წყლით მომარაგება 2011 წლიდან და შემდეგ, იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს.
5.მიმწოდებლები ვალდებულნი არიან: ა) 2009 წლის 1 იანვრამდე კომისიაში წარმოადგინონ სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული მდგომარეობა, სასმელი წყლის უწყვეტად ან/და გრაფიკით მიწოდების შესახებ უბნების აღნიშვნით. ასევე, ჩამდინარე სითხის გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების მდგომარეობის და წყალარინების სისტემიდან წყალსატევებში ჩამდინარე სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია; ბ) 2009 წლის 1 მაისამდე მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უზრუნველყოფის გეგმა, შესაბამის ეტაპზე სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უბნების მითითებით, ასევე წყალარინებისას ჩამდინარე წყლის სათანადოდ გაწმენდის ვადები.
6.მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, ამ წესებში მოცემული პირობითა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, უზრუნველყონ მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივი (24-საათიანი) მომარაგება და ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება და გაწმენდა ამ წესების, ასევე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. დანართი №1 წყალმომარაგების ხელშეკრულება № _ _ _ სასმელი წყლის მიმწოდებლის დასახელება ______________________________________________________ სასმელი წყლის მიმწოდებლის წარმომადგენელი __ _ _____ ______________________________ . (თანამდებობა, სახელი, გვარი) სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებლი) __ ________________________________________ , (იურიდიული/ფიზიკური პირი) გადახდაზე პასუხისმგებელი პირი _________ _________________________________________ , (იურიდიული/ფიზიკური პირი) მისამართი _______________________________________________ ; ტელ: ____________________________________ ; საიდენტიფიკაციო ნომერი __________________________________________________________ ; (იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში); სასმელი წყლის მიწოდების დაწყების თარიღი ______________________________ ; მისამართი, სადაც უნდა მოხდეს სასმელი წყლით მომარაგება _______________________ ; სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მფლობელი მიმწოდებელის დასახელება ____________________________________; ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით “ განსაზღვრული პირობებით. სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ სასმელ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით. სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოიხმაროს სასმელი წყალი მხოლოდ ______________ (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის. სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება და წყალარინება კანონმდებლობის და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად . სასმელი წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია დროულად გადაიხადოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური. სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია სასმელი წყლის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ. სასმელი წყლის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________ სასმელი წყლის მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა: _______ „ _____ “ __________ 200 __ წ. შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით შეიძლება დაერთოს სასმელი წყლის საპროგნოზო მიწოდებისა და წყალმომარაგების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გრაფიკი. დანართი №2 „ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ “ ინფორმაცია სასმელი წყლის მომხმარებელთ საყურადღებოდ! მომსახურე კომპანიის ან მისი თანამშრომლის მიერ მომხმარებლისთვის რაიმე სახის მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (შესაბამისი სამართლებრივი აქტის, მუხლის ან/და პუნქტის მითითება). მომსახურე კომპანიის თანამშრომლები ვალდებულნი არიან მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია წყალმომარაგების მომსახურებასთან დაკავშირებით, განუმარტონ მომხმარებლისა და საკუთარი უფლება-მოვალეობანი. თუ კომპანიის თანამშრომლები არღვევენ თავიანთ მოვალეობებს და არ რეაგირებენ თქვენს საჩივარზე, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი კომპანიის საჩივრებზე რეაგირების სამსახურს ან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მისამართი: ქ. ქუთაისი, ო. ჩეჩელაშვილის ქუჩა №26 ტელ: (8 22) 42 01 90; (8 231) 5 30 94. ვებგვერდი: http:// www.pdci.ge ელფოსტა: mail@pdci.ge