1.კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს 2007 წლის 1 იანვრიდან ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის ავტომატური დარიცხვა ამ წესით გათვალისწინებულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული პირებისათვის, რომლებიც სარგებლობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ელექტროენერგიის შეღავათებით.
2.ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
2¹.საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით , განხორციელდეს სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .
2².ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები გავრცელდეს 2007 წლის 13 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
3.(ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91);
4.(ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91);
5.(ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91).
6.ამ წესის მე - 5 მუხლის მე - 2 პუნქტი გავრცელდეს 2009 წლის 5 ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე , ხოლო 2009 წლის 5 ნოემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ:
ა ) ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის , სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად;
ბ ) ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს , რომლებიც ავადმყოფობის გამო 2010 წლის 1 აპრილამდე თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან , რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით . ამასთან , დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
7.2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე - 4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.
8.ამ წესის მე-4 მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში 2014 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე წარდგენის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ არა უადრეს უფლების წარმოშობის მომდევნო თვისა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.87
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №91-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.638
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №117-სსმ III, №78, 26.06.2009წ; მუხ.846
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №201-სსმ III, №136, 04.11.2009წ; მუხ.1549
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №308 – ვებგვერდი, 24.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.