1.ადვოკატი კლიენტთან თავის საქმიანობას იწყებს კლიენტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ურთიერთობას უთანაბრდება, როდესაც ადვოკატს შეეძლო ევარაუდა, რომ შეთანხმებას დებდა კლიენტთან ურთიერთობაში მყოფი უფლებამოსილი პირი, გარდა სავალდებულო (იძულებითი) დაცვის შემთხვევისა.
2.ადვოკატმა საქმე უნდა აწარმოოს კლიენტის, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მიერ დანიშნული კომპეტენტური პირის მითითებით, სავალდებულო დაცვის შემთხვევაში.
3.ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს გარანტიები მისგან აღებული საქმის შედეგებთან დაკავშირებით.
4.ადვოკატმა შეიძლება შეზღუდოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა კლიენტის წინაშე ადვოკატის უხეში გაუფრთხილებლობისთვის. ვალდებულების ამგვარი შეზღუდვა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი წერილობით დათანხმდება ამგვარ შეზღუდვაზე. (08.12.2012) 5. ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.
6.ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.
7.ადვოკატმა არ უნდა ისარგებლოს საქმეზე უარის თქმის უფლებით ისეთ გარემოებებში, როდესაც კლიენტი უძლური იქნება დროულად ისარგებლოს სხვა ადვოკატის იურიდიული დახმარებით, კლიენტისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
8.ადვოკატის ანაზღაურების გამოთვლის წესი და შესაბამისი განაკვეთი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის. (08.12.2012) 9. ჰონორარის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადვოკატი უფლებამოსილია უარი თქვას საქმეზე ან მის წარმოებაზე წინამდებარე თავის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით.
10.ადვოკატს არა აქვს უფლება გადაუხადოს გადასახადი, საკომისიო ან ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაცია პირს კლიენტისათვის პირადად მისი რეკომენდირებისათვის. ამ აკრძალვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუკი ერთ საადვოკატო ბიუროში მომუშავე ადვოკატი საკუთარი ანაზღაურების ნაწილს გადასცემს ამ ბიუროში მომუშავე სხვა ადვოკატს, პენსიაზე გასულ ადვოკატს ან ადვოკატის მემკვიდრეს. (08.12.2012) 11. ადვოკატი უნდა ცდილობდეს მიაღწიოს დავის მინიმალური დანახარჯებით გადაწყვეტას, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატმა კლიენტს უნდა ურჩიოს საქმის მორიგებით დასრულება ან დავის ალტერნატიული მეთოდებით გადაწყვეტა. (08.12.2012) 12. ადვოკატმა უნდა აწარმოოს სრული და ზუსტი ჩანაწერი კლიენტის მიერ გადახდილ საქმის წარმოების ხარჯებთან დაკავშირებით.
13.ნებისმიერი ფულადი სახსრები ან ქონება, რომელსაც კლიენტი მიანდობს ადვოკატს უნდა ინახებოდეს დამოუკიდებლად ადვოკატის პირადი ფულადი სახსრების ან ქონებისაგან და იმართებოდეს კეთილსინდისიერად. ადვოკატი ვალდებულია კლიენტს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ანგარიშგება. (08.12.2012) 14. ადვოკატმა პატიოსნად და უშიშრად უნდა დაიცვას კლიენტის ინტერესები, მიუხედავად მისი პირადი ინტერესებისა ან მისთვის ან ნებისმიერი სხვა პირისათვის შესაძლო შედეგებისა.
15.კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა დაუბრუნოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რომელიც კლიენტმა ადვოკატს გადასცა ან მიანდო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ან რომელიც ადვოკატმა სასამართლოსგან, სხვა ორგანოსაგან ან პირისგან მიიღო საქმის წარმოების პროცესში. კლიენტისთვის გადასაცემი თანხიდან ადვოკატს უფლება აქვს გამოქვითოს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისათვის მისაღები გასამრჯელო და გაწეული ხარჯი. (08.12.2012) მუხლი 8 პრიმა საადვოკატო საქმიანობის რეკლამირება (08.12.2012) ადვოკატი უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი საქმიანობის რეკლამირება იმ პირობით, რომ გავრცელებული ინფორმაცია სწორია და არ არის შეცდომაში შემყვანი, დაცულია პროფესიის ძირეული ფასეულობები და პირდაპირ ან ირიბად არ მიუთითებს კონკურენტზე ან მის მომსახურებაზე.