1.საპროცესო კოლეგის შეუძლია შეხვდეს მხარეებს ცალ-ცალკე და მოსთხოვოს მათ წერილობითი ახსნა-განმარტებების გაკეთება მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით დაუსვას მხარეებს შეკითხვები.
2.მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება მტკიცებულების სახით დაერთვის საქმეს.
3.საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია დისტანციური საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, ვიდეო ან სხვა ტექნიკური საშუალებები), თუ შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება.
4.საპროცესო კოლეგიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა ან გამოცხადებული მხარის უარი, მისცეს ახსნა-განმარტება, ვერ დააბრკოლებს დისციპლინური საქმის განხილვას.

