1.განხილვის კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
2.განხილვის კოლეგიის სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) განხილვის კოლეგიის სხდომის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი; ბ) განხილვის კოლეგიის სხდომის დაწყების და დამთავრების დრო; გ) საქმის განმხილველი დისციპლინური კოლეგიის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; დ) დისციპლინური საქმის დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი, საპროცესო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღი; ე) სხდომაზე წარმოდგენილი მხარეებისა და სხვა პირების ვინაობას; ზ) მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებებს და შეკითხვებზე პასუხი; თ) მოწმეთა ჩვენებები, მტკიცებულებების გამოკვლევის მონაცემები; ი) მხარეთა შემაჯამებელი განცხადებების შინაარსი.
3.მხარეებს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის თაობაზე, რომელსაც მათი აზრით საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
4.სხდომის მიმდინარეობის ჩაწერა შესაძლებელია ელექტრონული საშუალებების გამოყენებითაც.
5.სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

