Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ამნისტიის შესახებ“კითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

„ამნისტიის შესახებ“

5 მუხლი
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

1.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.

2.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს.

3.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისათვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით .

მუხლი 2

1.ამ კანონის საფუძველზე არ ხდება დამატებითი სასჯელების შემცირება.

2.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება პირობით მსჯავრზე.

მუხლი 3

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაულები ჩაიდინეს 2009 წლის 15 ოქტომბრამდე.

მუხლი 4

1.სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

მუხლი 5

1.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, შესრულდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2009 წლის 20 ნოემბერი. №2113–IIს

მუხლები დასაწყისში