საქართველოს კანონი

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

5 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 23 მარ. 2010
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი „ავტომოტო-ტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.

15).

მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ლიკვიდაცია. საქართველოს 20 10 წლის 23 მარტ ის კანონი № 2823 - სსმ I,  № 12 , 24 .

03.2010 წ., მუხ. 68

მუხლი 3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს კრედიტორული დავალიანებები დაიფაროს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს კუთვნილი ქონებიდან. სახელმწიფო არ არის აღნიშნული ვალდებულებების უფლებამონაცვლე.

მუხლი 4

2013 წლამდე, სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე ავტო-სატრანსპორტო საშუალებების იმ კატეგორიებს, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 15 იანვარი. №2535–რს შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 20 10 წლის 23 მარტ ის კანონი № 2823 - სსმ I,  № 12 , 24 .

03.2010 წ., მუხ. 68