Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“კითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“

4 მუხლი
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

1.ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.

421)გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2009 წლის 15 ივნისამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქ-მედებამდე არ აღსრულებულა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 58 2 , 79 1 და 79 2 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 88-ე, 100 2 და 114 1 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 129 1 , 144 3 , 144 4 და 144 5 მუხლებით, 150-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150 1 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 155 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 164 5 და 179 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

მუხლი 2

1.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.

მუხლი 3

1.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2.ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 11 ივნისი. №3093–რს

მუხლები დასაწყისში