საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 8 თებ. 2007

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №93

2007 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულება.

2.საქართველოს მთავრობამ (ზ. ნოღაიდელი) 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

3.ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4.ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის პირველი მარტიდან.

მ. სააკაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა