მოგესალმებით,
მოგესალმებით, მოგახსენებთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საცხ. კორპუსების, სკოლის, საბავშვო ბაღის, სასმელი ჭის სიახლოვეს ერთ-ერთ მობინადრეს მიჩვეული ჰყავს მაწანწალა ძაღლები: ამჟამად 5 (ადგილი ჰქონდა მათი გამრავლების და 6 ლეკვის გაუჩინარების ფაქტებსაც). აღნიშნული ცხოველები არ არიან რეგისტრაციაზე ბაზაში და პირი არ წარმოადგენს მათ ოფიციალურ მიმკედლებელს. 5 ცხოველიდან მხოლოდ 2-ია დაბირკული (სავარაუდოდ წესების დარღვევით), ამავდროულად, ცხოველები არიან აგრესიულნი, რამოდენიმე პირს დაკბენის შემდგომ ანტირაბიული ვაქცინაციაც დასჭირდა. ე.წ. "მიმკედლებელი პირი" მეზობლების ნებართვის გარეშე იყენებს საერთო სარგებლობის სივრცეებს: აივნებს, კიბეებს, ეზოს და ა.შ., სადაც სრული ანტისანიტარია სუფევს, აღნიშნული პირი მუდმივად უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მაგ. ცხოველების გადაყვანაში მათზე საჭირო სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების მიზნით. მოსახლეობისთვის ადგილზე შექმნილია გაუსაძლისი მდგომარეობა. მათ არაერთხელ მიმართეს: ქ. ზესტაფონის მერიას, პოლიციას, 1501, 112 - ს, არცერთი უწყებიდან რეაგირება არ არის. გამოდის, რომ პირი უხეშად არღვევს როგორც ადამიანის, ისე ცხოველთა უფლებებს (მაგ., ად. სამართ. კოდექსის 103-ე მუხლი) და რეაგირება არ არის. გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
დავალების დეტალები დახურულია
სრული აღწერა ხილულია მხოლოდ ვერიფიცირებული სპეციალისტებისთვის.

