Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სტატიებზე დაბრუნება
  1. ბლოგი
  2. ადვოკატი ნუგზარ მოსიძე 200-ზე მეტი წარმატებული ს…
თემის გზა
  1. ბლოგი
  2. ადვოკატი ნუგზარ მოსიძე 200-ზე მეტი წარმატებული ს…
წაიკითხეთ:English|Русский

ადვოკატი ნუგზარ მოსიძე 200-ზე მეტი წარმატებული საქმით და მემორანდუმი სულხან-საბას უნივერსიტეტთან

2 წთ·29 მაი 2026ნუგზარ მოსიძე
ადვოკატი ნუგზარ მოსიძე 200-ზე მეტი წარმატებული საქმით და მემორანდუმი სულხან-საბას უნივერსიტეტთან

იურიდიული ფირმა „ლიგალისი“ ადვოკატმა ნუგზარ მოსიძემ 2022 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან დღემდე, კომპანიის ანგარიშზე უკვე 200-ზე მეტი წარმატებით დასრულებული საქმეა, რაც გუნდის პროფესიონალიზმსა და კლიენტების ნდობას ნათლად ადასტურებს.

„ლიგალისი“ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სთავაზობს სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს საკორპორაციო, საოჯახო, სამშენებლო, საიმიგრაციო და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს. ამასთანავე, „ლიგალისი“ კლიენტებს წარმომადგენლობას უწევს სასამართლოსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.

„ლიგალისი“ შეიქმნა ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი იდეით - დაეხმაროს ადამიანებს რთული იურიდიული პროცესების გამარტივებაში, თავიდან აარიდოს მათ გაწელილი დავები, ზედმეტი ფორმალობები, დროისა და ფინანსური რესურსების უაზრო ხარჯვა.

ხშირად პრობლემების მთავარი მიზეზი საქმის თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარმართვა ხდება. სწორედ ამიტომ, გამოცდილი იურისტისა და ადვოკატის მთავარი პასუხისმგებლობაა, კლიენტი კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში არ მოაქციოს, არამედ შესთავაზოს მკაფიო ანალიზი, სწორად შეაფასოს არსებული მდგომარეობა და მიუთითოს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური გზა.

სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს „ლიგალისი“ და მისი თითოეული იურისტი. თითოეული საქმე დეტალურად განიხილება, ანალიზის საფუძველზე კლიენტი იღებს რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება და რა სამართლებრივი მიდგომა იქნება საუკეთესო კონკრეტულ სიტუაციაში. კომპანია არ გასცემს არარეალურ დაპირებებს და არ ართულებს იმ პროცესებს, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია მარტივად, სწორად და ეფექტურად.

„ჩვენთვის იურიდიული დახმარება მხოლოდ დავის მოგებას არ ნიშნავს. გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა სწორად აღიქვან კანონი, იცოდნენ საკუთარი უფლებები და დაინახონ სამართლებრივი გზები, რომლებიც რეალურ შედეგამდე მიიყვანს მათ. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა და კანონის არასწორი აღქმა ხდება უსამართლო შედეგების მიზეზი.“

4 წელზე მეტია, ადვოკატი ნუგზარ მოსიძე წარმატებით იცავს კლიენტების უფლებებსა და ინტერესებს და თითოეულ საქმეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ეკიდება.

გასულ თვეში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია „ლიგალისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. თანამშრომლობის შედეგად, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ რეალური იურიდიული პრაქტიკა მიიღონ.

იურიდიული კონსულტაცის ან პროფესიული დახმარებისთვის, დაკავშრება შესაძლებელია ნომერზე: 597 04 10 98

ნუგზარ მოსიძე

გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.