
სულხან კაპანაძე
სასამართლო წარმომადგენლობა
LCG LEGAL-ის დამფუძნებელი პარტნიორი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი). 15 წლის იურიდიული გამოცდილება, მათ შორის 10 წლის საადვოკატო პრაქტიკა. კერძოდ, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში; 2014-2015 წლებში საადვოკატო ბიურო „კორძახია & ჯღენტის“ უმცროსი ადვოკატი; ხოლო, 2015-2019 წლებში - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი. 2019 წლიდან იურიდიული კომპანია LCG LEGAL-ის დამფუძნებელი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ადმინისტრაციული დავები მერიასა და სახელმწიფო უწყებებთან, მიწის რეგისტრაცია, სამშენებლო და სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო და დელიქტური სამართალი, საკორპორაციო სამართალი, შრომის სამართალი, სისხლის სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, საიმიგრაციო საკითხები, ადამიანის უფლებათა სამართალი და წარმომადგენლობა სტრასბურგის სასამართლოში. ვებგვერდი: https://lcglegal.ge


