1.სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო; მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო; მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.(ამოღებულია).
3.სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები.
4.საგამოძიებო კოლეგია – საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს.
5.გამოძიების მოსამართლე – ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს.
6.სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განკარგულება.
7.განაჩენი – პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
8.განჩინება – კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.
9.დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში.
10.შემაჯამებელი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.
11.სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) – მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას.
12.სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) – გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე).
13.პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები.
14.სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.
15.გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.
16.(ამოღებულია). 16 1 . საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი – პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და განათლება მხარის მიერ დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად.
17.(ამოღებულია).
18.მხარეები – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში.
19.ბრალდების მხარე – პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.
20.დაცვის მხარე – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
21.ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი 21 1 . ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან მუდმივად მცხოვრები პირი. 21 2 . დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი.
22.კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი.
23.დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც დამცველი იცავს. 23 1 . ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.
24.ბრალდებული – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.
25.განსასჯელი – ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
26.მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
27.გამართლებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
28.დაპატიმრება – წინასწარი პატიმრობა.
29.სისხლის სამართლის პროცესი – გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.
30.საპროცესო მოქმედება – სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც ტარდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურის ფარგლებში.
31.საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება – საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით.
32.საპროცესო გადაწყვეტილება – გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება.
33.პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
34.სისხლის სამართლის საქმე – საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
35.ზიანი – უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი.
36.ღამის დრო – 22 საათიდან 6 საათამდე.
37.არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
38.მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი.
39.ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა – ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.
40.(ამოღებულია).
41.კერძო ბრალმდებელი – დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში.
42.კერძო გამოძიება – დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობა არ წესრიგდება ამ კოდექსით.
43.წინასწარი გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება. 43 1 . სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.
44.დამსწრე – ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი.
45.გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი.
46.საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის: ა) გადაცემა – სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად; ბ) ექსტრადიცია – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
47.თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც მსჯავრდებულია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, გამოძალვაში, მითვისებაში ან გაფლანგვაში, გადასახადებისათვის თავის არიდებაში, საბაჟო წესების დარღვევაში, წამებაში ან წამების მუქარაში ანდა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.
48.(ამოღებულია).
49.ქონების ჩამორთმევა – როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით.
50.რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.
51.რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.
52.რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.
53.რეკეტული ქონება – რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
54.ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ბრალდებული, რომლის მიმართაც განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაც განიხილება საზღვარგარეთ ექსტრადიციის საკითხი.
55.საექსტრადიციო პატიმრობა – პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად.
56.სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების თანამშრომელი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რომელიც პროცესში მონაწილეობს ფსევდონიმით და უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოდ შეცვლილი გარეგნობით ან ხმით.
57.საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა – პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის გამართვამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.
58.უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც (რომლებიც) მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
59.დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის (რომელთა) კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს არ აქვს ან იგი (ისინი) მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417 საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32 კარი მეორე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი თავი VI სასამართლო
1. სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო; მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ. 2. (ამოღებულია). 3. სასამართლო ინსტანციები – პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოები. 4. საგამოძიებო კოლეგია – საოლქო სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამოძიების მოსამართლეებს აერთიანებს. 5. გამოძიების მოსამართლე – ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლე, რომელიც წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს. 6. სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განკარგულება. 7. განაჩენი – პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. 8. განჩინება – კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე. 9. დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში. 10. შემაჯამებელი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას. 11. სასამართლო ბრძანება (მოსამართლის ბრძანება) – მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა დაპატიმრების, სხვა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას. 12. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) – გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო (მოსამართლე). 13. პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული ყველა პროკურორი, მათი მოადგილეები და თანაშემწეები. 14. სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. 15. გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით. 16. (ამოღებულია). 16 1 . საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი – პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და განათლება მხარის მიერ დასმულ საკითხებზე საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად. 17. (ამოღებულია). 18. მხარეები – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი, რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში. 19. ბრალდების მხარე – პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები. 20. დაცვის მხარე – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, ბრალდებულის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. 21. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). ამ კოდექსის XXIV თავის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი 21 1 . ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან მუდმივად მცხოვრები პირი. 21 2 . დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი. 22. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი. 23. დასაცავი პირი – ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული, რომელსაც დამცველი იცავს. 23 1 . ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე. 24. ბრალდებული – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი. 25. განსასჯელი – ბრალდებული, რომლის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. 26. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. 27. გამართლებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. 28. დაპატიმრება – წინასწარი პატიმრობა. 29. სისხლის სამართლის პროცესი – გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად. 30. საპროცესო მოქმედება – სამართალწარმოების ნებისმიერი ორგანოს მოქმედება, რომელიც ტარდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურის ფარგლებში. 31. საგამოძიებო (სასამართლო) მოქმედება – საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების, დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების მიზნით. 32. საპროცესო გადაწყვეტილება – გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება. 33. პროკურორის სანქცია – პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 34. სისხლის სამართლის საქმე – საგამოძიებო და სასამართლო ოქმების, დოკუმენტების, ექსპერტების დასკვნების, ნივთიერ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. 35. ზიანი – უშუალო ზიანი და ანაცდენი სარგებელი. 36. ღამის დრო – 22 საათიდან 6 საათამდე. 37. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. 38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც არ შესრულებია 14თოთხმეტი წელი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე, 137-ე, 178-ე (გარდა პირველი ნაწილისა), 179-ე და 238 1 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – პირი, რომელსაც არ შესრულებია თორმეტი წელი. 39. ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა – ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა. 40. (ამოღებულია). 41. კერძო ბრალმდებელი – დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში. 42. კერძო გამოძიება – დაცვის მხარის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეკრება და მტკიცებულებათა სახით პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენა. აღნიშნული საქმიანობა არ წესრიგდება ამ კოდექსით. 43. წინასწარი გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება. 43 1 . სისხლისსამართლებრივი დევნა – ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა. 44. დამსწრე – ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში მოწვეული პირი. 45. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის განთავსების ადგილი. 46. საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიზნებისათვის: ა) გადაცემა – სახელმწიფოს მიერ პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად; ბ) ექსტრადიცია – ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირის გადაცემა საერთაშორისო ხელშეკრულების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; 47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც მსჯავრდებულია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, გამოძალვაში, მითვისებაში ან გაფლანგვაში, გადასახადებისათვის თავის არიდებაში, საბაჟო წესების დარღვევაში, წამებაში ან წამების მუქარაში ანდა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან. 48. (ამოღებულია). 49. ქონების ჩამორთმევა – როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით. 50. რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა. 51. რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება. 52. რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში. 53. რეკეტული ქონება – რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს. 54. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ბრალდებული, რომლის მიმართაც განიხილება საქართველოში ექსტრადიციის საკითხი, ან პირი, რომლის მიმართაც განიხილება საზღვარგარეთ ექსტრადიციის საკითხი. 55. საექსტრადიციო პატიმრობა – პატიმრობა, რომელიც გამოიყენება საზღვარგარეთ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად. 56. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების თანამშრომელი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რომელიც პროცესში მონაწილეობს ფსევდონიმით და უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოდ შეცვლილი გარეგნობით ან ხმით. 57. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა – პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით და სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის გამართვამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში. 58. უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც (რომლებიც) მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. 59. დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის (რომელთა) კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს არ აქვს ან იგი (ისინი) მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №949 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.74 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417 საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4784 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.165 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32 კარი მეორე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი თავი VI სასამართლო
Изменения, которые прошла эта статья
Defines the structure and function of courts and judges.
акт об изменении №2679376Revised definition of 'minor' to be a person under 14 years of age.
акт об изменении №91534Definition of 'Investigator' expanded to include officials from multiple ministries involved in full-volume investigations.
акт об изменении №17866Defines roles of Prosecutor and Investigator, clarifying their respective agencies.
акт об изменении №19294The definition of 'minor' is amended to lower the age of criminal responsibility from 14 to 12 for specific crimes listed in the Criminal Code (articles 108, 109, 117, 137, 178(excluding part I), 179 and 238¹).
акт об изменении №21262The definition of 'official' within Article 44 is updated to align with the expanded definition in Amendment 2, specifying criteria related to public service and potential conflicts of interest.
акт об изменении №22162Definitions of Investigator and Special Forces Employee are updated; definitions of 'illegal' and 'unsubstantiated' property added.
акт об изменении №21748Defines 'court decision' as encompassing judgments, rulings, determinations, orders, and dispositions issued by the court or judge.
акт об изменении №22438Provides a detailed definition of 'official' within the context of criminal proceedings, linking it to laws on conflicts of interest and corruption.
акт об изменении №22432Defines 'court decision' and adds a definition for 'justifiable absence'.
акт об изменении №26092Defines 'investigator' to include officials from various ministries (including Finance) conducting full-volume investigations.
акт об изменении №22870Removal of section 48 and redefinition of section 49 to explicitly link asset forfeiture to Article 52 of the Criminal Code.
акт об изменении №25624Defines a 'financial-accounting expert' as someone with relevant knowledge for conducting forensic accounting investigations and preparing reports.
акт об изменении №25402Clarifies the definition of 'defendant' and addresses the participation of undercover agents in court. The addition regarding undercover agent identity is material.
акт об изменении №27748Reinforces the independence of those involved in the process (investigators, prosecutors, judges) and clarifies the role of the Constitutional Court.
акт об изменении №29152Changes 'court' to 'courts' in part 7 – a minor stylistic correction.
акт об изменении №12046Defines investigators as officials from the Procuracy, Ministry of Internal Affairs, and Financial Police's Investigative Department who conduct full-volume investigations.
акт об изменении №28714The amendment defines the term 'official' for purposes of criminal proceedings, linking it to definitions within the Law on Conflict of Interest and Corruption in Public Service.
акт об изменении №32230Defines 'suspect' (ეჭვმიტანილი) as a person with reasonable suspicion of committing a crime but without sufficient evidence for an indictment.
акт об изменении №32266The definition of 'close relative' is expanded, clarifying familial relationships relevant within the code, particularly in Chapter XXIV.
акт об изменении №32710Clarifies the role of the court and judge in criminal proceedings.
акт об изменении №13354Definition of 'investigator' now explicitly includes personnel from financial police departments within various ministries.
акт об изменении №13444Addition of definitions for 'transfer' (to ICC) and 'extradition' to clarify terms used in international legal assistance.
акт об изменении №12928Defines 'investigator' to explicitly include officials from the Financial Ministry’s Investigative Department alongside those from other ministries.
акт об изменении №13090Article 44, paragraph 40 is deleted. This suggests a streamlining or removal of a previously existing procedural element within the code.
акт об изменении №15430Definition of court instances is clarified to explicitly include First Instance, Appellate, and Cassation Courts.
акт об изменении №15208Article 602: Changes the date when first instance court decisions enter into legal force from 3 to 7 days.
акт об изменении №16990Modifications to sections concerning court composition and attendee definitions. Moderate, impacts courtroom procedure.
акт об изменении №11710Unspecified change.
акт об изменении №11614Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.