1.ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი (შემდგომ − რეზოლუციის კომიტეტი) იქმნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები. რეზოლუციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ამასთანავე, რეზოლუციის კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები ან/და მოწვეული პირები, თუ მათი დასწრება აუცილებელია შესაბამის საკითხზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. რეზოლუციის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლება აქვთ მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს. რეზოლუციის კომიტეტს თავმჯდომარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
