1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ და ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახორციელოს ყველა სარეზოლუციო უფლებამოსილება, რომლებიც აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, მათ შორის: ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება; ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ დაიცვას იმავე კანონის 32-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპები; გ) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება; დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომელი და და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები; ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის, ტრანზაქციის ან სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე; ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმის რეჟიმი კომერციული ბანკის ვადამოსული ვალდებულებების მიმართ ან/და მხარეს შეუზღუდოს კომერციულ ბანკთან დადებული, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების მიმართ ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა; ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; თ) განახორციელოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან კომერციული ბანკის აქციების სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა; ი) კომერციული ბანკის აქტივები და ვალდებულებები სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირს (პირებს) გადასცეს. ამ უფლებამოსილების გამოყენებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტები მხოლოდ სხვა კომერციულ ბანკს ან დროებით ბანკს გადაეცეს; კ) განახორციელოს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების (გარდა აქციებისა) კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია; ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების, საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვება; მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და მათი კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია; ნ) კომერციული ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების ხელშეკრულების პირობის საფუძველზე გამოყენების გარდა, შეწყვიტოს, მათ შორის, ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, აგრეთვე დერივატივების შესახებ ხელშეკრულება; ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და სხვა ვალდებულებები ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება უზრუნველყოფილ ვალდებულებებზე (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებულ ვალდებულებებზე); პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის, მათ შორის, მიღებული პრემიის, ცვალებადი ანაზღაურების ან სხვა მსგავსი შემოსავლის, ანაზღაურება კომერციული ბანკის იმ აქციონერისაგან, ადმინისტრატორისაგან ან სხვა თანამშრომლებისაგან, რომლის/რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს; ჟ) „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა; რ) ეფექტური რეზოლუციის მიზნით კომერციული ბანკის ხარჯით დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ აუდიტორთან, შემფასებელთან, იურისტთან, ბუღალტერთან, კონსულტანტთან ან/და სხვა პირთან. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ამ მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს ეროვნული ბანკი გაიღებს; ს) მიიღოს აუცილებელი ზომები ეფექტური მართვისთვის, შეიმუშაოს ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და დაეთანხმოს შემუშავებულ გეგმას; ტ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ კანონით დადგენილი, დაკავშირებული მოთხოვნების უცხოური ბანკის ფილიალზე გავრცელების თაობაზე; უ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
