1.ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი აქტივებისაგან: ა) მონეტარული ოქრო; ბ) უცხოური ვალუტა მონეტებისა და ბანკნოტების სახით; გ) სხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები; დ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR) და სარეზერვო პოზიცია სავალუტო ფონდში; ე) უცხოური ვალუტით დენომინირებული და ასანაზღაურებელი თამასუქები და სადეპოზიტო სერტიფიკატები; ვ) უცხო ქვეყნების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებები; ზ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი დერივატივები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ, მათი შემდგომი გასხვისების პირობით (უკურეპო ოპერაციები); თ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
