1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ატარებს კონსულტაციებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ, რომლებიც მოიცავს: ა) მთლიანი შემოსულობების მოცულობასა და სტრუქტურას; ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის მოცულობასა და სტრუქტურას; გ) ფინანსური აქტივების ცვლილებას; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურას.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
