Статья 40^1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს მთავრობა განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილ კანონის პროექტს განიხილავს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
3. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ისმენს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5670 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. თავი VI. სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესი
