საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, აგრეთვე მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელს/მფლობელებს; დ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები; ე) ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და თავის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი, აგრეთვე მოითხოვოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მისგან ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია; ვ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ან/და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული სახის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელება (მათ შორის, ვირტუალური აქტივის სახეების მიხედვით), აგრეთვე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან საქმიანი ურთიერთობა, რომელიც/რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მომეტებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლის რისკს წარმოშობს/წარმოშობენ, აფერხებს/აფერხებენ განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას; ზ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაცია; თ) ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების დარღვევისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერსა და პროვაიდერის ადმინისტრატორს თავის მიერ დადგენილი წესით დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა); ი) განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგულირების წესი, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების კატეგორიიდან გამომდინარე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები; კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, აგრეთვე კაპიტალისა და აქტივების (მათ შორის, ვირტუალური აქტივების) მიმართ კრიტერიუმები და მოთხოვნები; ლ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს ვირტუალური აქტივის შენახვის, რისკების (მათ შორის, საოპერაციო და კიბერუსაფრთხოების რისკების) მართვის სტანდარტები და მოსთხოვოს რისკების მართვის საერთო ჩარჩოსა და შიდა კონტროლის ეფექტიანობის უზრუნველყოფა; მ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები; ნ) გარკვეული ვადით ან/და პირობით გაათავისუფლოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვის ვალდებულებისგან; ო) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი; პ) ნორმატიული აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები.
2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
3. დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.
4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობისა და საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ