საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს საგადახდო სქემების, საგადახდო მომსახურების ცალკეული სახეებისა და საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.
2. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) გამოსცეს ნორმატიული აქტები; ბ) სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის წესებთან, პროცედურებთან, სტანდარტებთან, სისტემის მონაწილეთა უფლებებთან და მოვალეობებთან, სისტემის უსაფრთხოებასთან და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან და სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან; გ) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე; დ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისგან; ე) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს წერილობითი მითითებით მოსთხოვოს გარკვეული ქმედების განხორციელება ან მისგან თავის შეკავება; ვ) განსაზღვროს საგადახდო სისტემის ზედამხედველობის წესი, მათ შორის, საგადახდო სისტემის კატეგორიიდან გამომდინარე სისტემის ოპერატორის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები; ზ) თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, აგრეთვე მოთხოვნები მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის კაპიტალის და აქტივების მიმართ. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო კაპიტალის განსაზღვრის მიზნებისთვის გააფართოოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ 32 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯგუფის დეფინიცია. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 42 1 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ სათანადო პროცედურების განხორციელების ვალდებულება თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი, იგი ვალდებულია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2143 – ვებგვერდი, 15.12.2022წ .
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ