საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
Статья 4. კომისიის ხელმძღვანელობა
1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს მის უფლებამოსილებას თავმჯდომარის არყოფნისას.
3. კომისიის მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
