ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.კომისიის სხდომები ტარდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2.კომისიის სხდომები საჯაროა. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომა. 2 1 . კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ისე, რომ დაინტერესებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით მონაწილეობის შესაძლებლობა.
3.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრი და უძღვება თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
4.კომისია ვალდებულია ყოველი გადაწყვეტილების ან დადგენილების მიღებამდე აღნიშნულის თაობაზე აცნობოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისიამ დაინტერესებულ მხარეებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გამოხატონ სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები.
5.კომისიის ყველა პროცედურული ჩანაწერი, სხდომის ოქმი, ოფიციალური დოკუმენტი, სამუშაო მასალა და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი, კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.კომისიამ უნდა მიიღოს და გამოაქვეყნოს ეთიკის კოდექსი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკასა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტები. ეთიკის კოდექსი უნდა შეესაბამებოდეს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონს, ამ კანონს და უნდა ასახავდეს გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკას.
7.თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას.
8.კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ რეგულირებული საწარმოს იმ პერსონალსა და დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად.
9.კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
Изменения, которые прошла эта статья
Clarifies how market participants (producers, traders, suppliers) engage in electricity transactions on organized and bilateral markets.
акт об изменении №5317153Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
Лиана ЗагашвилиიურისტიНезависимый
Иосеб ГабараевДоктор юридических наук, профессор, юрист.Независимый
ნინო ლიპარტიაДоктор юридических наук, профессор, юрист.Независимый
Миа ЗойдзеЮрист, соучредитель компании «Giorgi Pantsulaia and Partners».Компания
Нино ХуцишвилиიურისტიНезависимый
Саломе БежашвилиАдвокат / МедиаторНезависимый